მთავარითემები „ღ“ღმერთი და გული

ღმერთი და გული

16 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. 1 მეფეთა 16:7
    უთხრა უფალმა სამუელს: „ნუ უყურებ მის გარეგნობას და ტანის სიმაღლეს, რადგან მე უარვყავი იგი. უფალი ისე არ ხედავს, როგორც კაცი; კაცი მხოლოდ გარეგნობას ხედავს, ხოლო უფალი გულს უყურებს.
  2. გამოცხადება 2:23
    სიკვდილით დავხოცავ მის შვილებს და გაიგებს ყველა ეკლესია, რომ მე ვიკვლევ ზრახვებსა და გულს, და მივუზღავ თითოეულ თქვენგანს მისი საქმეებისამებრ.
  3. ფსალმუნები 25:2
    შემამოწმე უფალო და გამომცადე, ბრძმედში გამოატარე ჩემი გონება და გული.
  4. იერემია 20:12
    ცაბაოთ უფალო, რომელიც მართალს ცდი და რომელიც გონებასა და გულს ხედავ, მახილვინე შენი შურისგება მათზე, რადგან შენთვის მომინდია ჩემი საქმე.
  5. ფსალმუნები 32:15
    მან შექმნა გული ყოველისა და სწვდება ყველა მათ საქმეს.
  6. საქმეები 1:24
    ილოცეს და თქვეს: „უფალო, ყველას გულთამხილველო, გვიჩვენე ამ ორთაგან ერთი, რომელიც ამოირჩიე,
  7. საქმეები 15:8
    გულთამხილველმა ღმერთმა მათაც დაუმოწმა სულიწმიდის მიცემით, როგორც ჩვენ.
  8. 1 კორინთელთა 4:5
    ამიტომ ნუ განსჯით დროზე ადრე, სანამ უფალი არ მოვა, რომელიც გაანათებს ბნელში დამალულს და გამოაჩენს გულის ზრახვებს! მაშინ მიიღებს თითოეული ქებას ღვთისგან.
  9. 1 თესალონიკელთა 2:4
    არამედ, როგორც ღვთისგან გამოვიცადეთ, რომ ჩვენთვის მოენდო სახარება, ისე ვლაპარაკობთ, და ვაამებთ არა ადამიანებს, არამედ ღმერთს, რომელიც სცდის ჩვენს გულებს.
  10. მარკოზის 7:6
    ხოლო მან უთხრა მათ: „კარგად წინასწარმეტყველებდა ესაია წინასწარმეტყველი თქვენისთანა თვალთმაქცებზე. როგორც წერია: ეს ხალხი პატივს მცემს ბაგეებით, მათი გული კი შორსაა ჩემგან.
  11. საქმეები 8:21
    არა გაქვს შენ წილი და ხვედრი ამ სიტყვაში, რადგან წრფელი არ არის შენი გული ღვთის წინაშე.
  12. ეფესელთა 3:17
    ისე, რომ რწმენით დამკვიდრდეს ქრისტე თქვენს გულებში და იყოთ ფესვგადგმულნი და დაფუძნებულნი სიყვარულში;
  13. ფილიპელთა 4:7
    და ღვთის მშვიდობა, რომელიც ყოველგვარ გონებას აღემატება, დაიცავს თქვენს გულებს და თქვენს ფიქრებს ქრისტე იესოში.
  14. 2 თესალონიკელთა 3:5
    დაე, უფალმა წარმართოს თქვენი გულები ღვთის სიყვარულსა და ქრისტეს მოთმინებაში.
  15. 1 იოანეს 3:19-21
    ამით გავიგებთ, რომ ჭეშმარიტებისგან ვართ და დავიმშვიდებთ გულს მის წინაშე. რადგან თუ გული გვდებს მსჯავრს, ღმერთი ხომ ჩვენს გულზე დიდია და ყოველივე უწყის. საყვარელნო! თუ გული არ გვ­დებს მსჯავრს, გაბედულება გვაქვს უფალთან.
  16. გამოცხადება 17:17
    ვინაიდან ღმერთმა ჩაუდო გულებში, რომ განახორციელონ მისი ჩანაფიქრი, აღასრულონ ერთი აზრი და მისცენ მეფობა მხეცს, ვიდრე არ აღსრულდება ღვთის სიტყვები.

← ყველა თემა „ღ“-ზე