მთავარითემები „ღ“ღმერთთან მოზიარეობა

ღმერთთან მოზიარეობა

10 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. იოანეს 14:16
    მე მამას შევევედრები და ის სხვა ნუგეშისმცემელს მოგივლენთ, რათა თქვენთან იყოს საუკუნოდ,
  2. იოანეს 14:23
    მიუგო იესომ და უთხრა მას: „ვისაც ვუყვარვარ, ის ჩემს სიტყვას დაიცავს და ჩემი მამაც შეიყვარებს მას. ჩვენც მივალთ და მასთან დავიდებთ სავანეს.
  3. ფსალმუნები 15:7-8
    ვაკურთხებ უფალს, რომელმაც დამარიგა; ღამ-ღამობით მწვრთნიან ჩემი გულისთქმანი. უფალი მუდამ ჩემს თვალწინაა; რადგან ჩემს მარჯვნივ არის, არ დავეცემი.
  4. 1 იოანეს 1:3
    რაც გვინახავს და გვსმენია, გაუწყებთ თქვენ, რათა თქვენც გქონდეთ თანაზიარება ჩვენთან, ხოლო ჩვენი თანაზიარება არის მამასთან და მის ძესთან, იესო ქრისტესთან.
  5. 1 კორინთელთა 1:9
    სარწმუნოა ღმერთი, რომელმა მოგიწოდათ თავის ძესთან, ჩვენს უფალ იესო ქრისტესთან თანაზიარებისათვის.
  6. გამოცხადება 3:20
    აჰა, ვდგავარ კართან და ვრეკ. თუ ვინმე მოისმენს ჩემს ხმას და გამიღებს კარს, შევალ მასთან. და მექნება სერობა მასთან და მას ჩემთან.
  7. 1 კორინთელთა 12:13
    და რადგან ყველანი ერთი სულით მოვინათლეთ ერთ სხეულად – იუდეველები თუ ბერძნები, მონები თუ თავისუფლები, და ყველამ ერთი სული შევსვით.
  8. 2 კორინთელთა 13:14
    მადლი უფლისა იესო ქრისტესი, სიყვარული ღმერთისა და თანაზიარება სულიწმიდისა იყოს თქვენ ყველასთან. ამინ.
  9. ფილიპელთა 2:1
    ამრიგად, თუ არის რაიმე ნუგეშისცემა ქრისტეში, თუ არის რაიმე სალბუნი სიყვარულისა, თუ არის რაიმე მოზიარეობა სულისა, თუ არის რაიმე თანაგრძნობა და შეწყალება,
  10. ამოსი 3:3
    თუ ივლიან ორნი ერთად, თუ ერთმანეთში არ შეთანხმდნენ?

← ყველა თემა „ღ“-ზე