ბიბლიის მუხლები თემაზე
ღმერთთან დაბრუნება
28 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი
- იოველი 2:13
გულები დაიგლიჯეთ და არა სამოსელი! მოუბრუნდით უფალს, თქვენს ღმერთს! ვინაიდან შემწყნარებელი და მწყალობელია იგი, სულგრძელი და დიდადმოწყალე და წუხს ბოროტებაზე.
- ოსია 14:1
უფლისკენ, შენი ღმერთისკენ მობრუნდი, ისრაელ, რადგან შენი ურჯულოების გამო წაბორძიკდი.
- ზაქარია 1:3
მაშ, უთხარი მათ, ასე ამბობს-თქო ცაბაოთ უფალი, მობრუნდით ჩემსკენ და მეც მოვბრუნდები თქვენსკენ - ამბობს ცაბაოთ უფალი.
- ნეემია 1:9
ხოლო თუ მომიბრუნდებით, დაიცავთ ჩემს მცნებებს და აღასრულებთ მათ, ცის კიდემდე რომ იყოთ გაბნეულნი, იქიდან მოგაგროვებთ და მოგიყვანთ იმ ადგილას, რომელიც ჩემი სახელის დასავანებლად ამოვირჩიეო!
- იერემია 24:7
გულს მივცემ მათ ჩემს შესაცნობად, რადგან მე ვარ უფალი; ჩემი ხალხი იქნებიან და მე ვიქნები მათი ღმერთი, რადგან მთელი გულით მობრუნდებიან ჩემკენ”.
- გოდება 3:40
გამოვცადოთ და გამოვიძიოთ ჩვენი გზები და მოვბრუნდეთ უფლისკენ.
- ოსია 6:1
მოდით, დავუბრუნდეთ უფალს. მან დაგვაწყლულა და თავადვე განგვკურნავს, დაგვკრა და ჭრილობებსაც ის შეგვიხვევს.
- ოსია 12:6
შენ კი, შენს ღმერთს დაუბრუნდი, წყალობასა და სამართალზე იფხიზლე და ყოველთვის შენს ღმერთს დაელოდე.
- 1 მეფეთა 15:24-25
მიუგო საულმა სამუელს: „შევცოდე, რადგან გადავუხვიე უფლის ბრძანებას და შენს სიტყვებს, რადგან შემეშინდა ხალხისა და მისი ხმა შევისმინე. ახლა გთხოვ, შემინდე ცოდვა, დაბრუნდი ჩემთან ერთად და ვცეთ უფალს თაყვანი”.
- მათეს 27:3-4
როცა დაინახა იუდამ, იესოს გამცემმა, რომ მსჯავრი დაადეს, ინანა და მღვდელმთავრებსა და უხუცესებს ოცდაათი ვერცხლი უკან მიუბრუნა. უთხრა: „შევცოდე, მართალი სისხლი რომ გავეცი”. მათ კი უთხრეს: „ჩვენ რა? შენ იცი!
- ესაია 59:20
და მოვა გამომსყიდველი სიონში და იაკობში; მათთან, ვინც უკუიქცა დანაშაულისგან! - ამბობს უფალი.
- 2 ნეშტთა 15:4
გასაჭირის დროს მობრუნდა უფლისკენ, ისრაელის ღმერთისკენ. ეძებდნენ მას და აპოვნინა თავი.
- იერემია 4:1
თუ მობრუნდები, ისრაელ, ამბობს უფალი, ჩემკენ უნდა მობრუნდე; თუ მომაშორებ შენს სისაძაგლეებს და აღარ იწანწალებ.
- იერემია 3:12
წადი, გამოაცხადე ეს სიტყვები ჩრდილოეთში და თქვი: მობრუნდი, განდგომილო ისრაელო! არ დაგატეხ მრისხანებას, რადგან მოწყალე ვარ, ამბობს უფალი, გულისწყრომას საუკუნოდ არ შეგინახავ!
- იერემია 3:14
მობრუნდით, განდგომილო ძეებო, ამბობს უფალი, რადგან მე ვარ თქვენი ბატონი, ქალაქიდან თითოს აგიყვანთ, ორს - გვარიდან და მოგიყვანთ სიონში.
- იერემია 3:22
მობრუნდით, განდგომილო ძენო, მე განვკურნავ თქვენს განდგომილებას. აჰა, აქ ვართ, მოვედით შენთან, რადგან შენა ხარ უფალი, ღმერთი ჩვენი.
- ესაია 31:6
მობრუნდით მისკენ, ძენო ისრაელისა, განდგომის გამრღმავებელნო.
- ესაია 55:7
მიატოვოს ბოროტეულმა თავისი გზა და უმართლომ - თავისი ზრახვები, დაუბრუნდეს უფალს, ჩვენს ღმერთს და ის შეიწყალებს, - ვინაიდან მრავალმოწყალეა იგი.
- ოსია 14:2
შეისმინეთ სიტყვები და მიუბრუნდით უფალს, უთხარით: მოგვაცილე ჩვენი ურჯულოება და მადლით მიგვიღე; რათა მოზვრებივით მოგიძღვნათ-თქო ჩვენი ბაგეთა ნაყოფი.
- მალაქია 3:7
თქვენი მამების დღეებიდანვე განუდექით ჩემს წესდებებს და არ იცავთ მათ. მოიქეცით ჩემკენ და მეც მოვიქცევი თქვენკენ! - ამბობს ცაბაოთ უფალი. თქვენ კი კითხულობთ: როგორ მოვიქცეთო?
- იერემია 15:19
ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: „თუ მომიბრუნდები, აღგადგენ და ჩემ წინაშე დადგები. თუ ძვირფასს გამოარჩევ უვარგისისგან, ჩემი ბაგე იქნები. ადამიანები შენკენ მობრუნდებიან, მაგრამ შენ არ მიბრუნდები მათკენ.
- მეორე რჯული 4:30
როცა გაგიჭირდებათ და მოგეწევათ ეს ყოველივე, მომავალ დღეებში, მოუბრუნდებით უფალს, თქვენს ღმერთს, და შეისმენთ მის ხმას.
- ესაია 19:22
დალახვრავს ეგვიპტეს უფალი, განსაკურნად მოიქცევიან უფლისკენ, შეისმენს მათ ვედრებას და განკურნავს.
- ესაია 10:21
მიბრუნდება ნაშთი, იაკობის სახლის ნატამალი ძლიერი ღმერთისკენ.
- ფსალმუნები 50:13
მაშინ ვასწავლი შენს გზებს დამნაშავეთ და ცოდვილნი დაბრუნდებიან შენთან.
- მეორე რჯული 30:2
და მიუბრუნდები უფალს, შენს ღმერთს მთელი შენი გულითა და არსებით და შეისმენთ შენ და შენი ძენი მის ხმას ყველაფერში, რასაც გიბრძანებ დღეს,
- 1 მეფეთა 7:3
ასე ელაპარაკა სამუელი ისრაელის მთელ სახლს: „თუ მთელი გულით მობრუნდებით უფლისკენ, მოიშორებთ უცხო ღმერთებსა და ყაშთაროთებს, უფლისკენ მიმართავთ გულებს და მხოლოდ მას ემსახურებით, მაშინ ისიც გიხსნით ფილისტიმელთა ხელიდან”.
- საქმეები 16:31
მათ უთხრეს: „იწამე უფალი იესო და გადარჩები შენც და მთელი შენი სახლეულიც”.