მთავარითემები „ღ“ღმერთო გვაპატიე!

ღმერთო გვაპატიე!

22 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. გამოსვლა 32:32
    ახლა მიუტევე მათ ეს ცოდვა, თუ არა და, მეც ამომშალე წიგნიდან, შენ რომ დაწერე.
  2. რიცხვნი 14:19
    გთხოვ, მიუტევე ეს ცოდვა ამ ხალხს შენი დიდი მოწყალებისამებრ, როგორც პატიობდი მას დანაშაულს ეგვიპტიდან მოყოლებული აქამდე.
  3. ფსალმუნები 78:9
    გვიშველე, ჩვენი ხსნის ღმერთო, შენი სახელის სადიდებლად გადაგვარჩინე და შენი სახელის გამო შეგვინდე ჩვენი ცოდვები.
  4. გამოსვლა 34:9
    თქვა: „ო, უფალო, აჰა, თუ მადლი მიპოვნია შენს თვალში, გემუდარები, ჩვენს შორის იაროს ჩემმა უფალმა, რადგან ქედმაგარია ეს ხალხი; მოგვიტევე ჩვენი დანაშაული და ცოდვები და გვაქციე შენს სამკვიდროდ.
  5. 3 მეფეთა 8:30
    მოისმინე ვედრება შენი მსახურისა და ხალხისა, ისრაელისა, როცა ილოცებენ ამ ადგილზე, მოისმინე შენი ზეციური სამყოფელიდან; მოისმინე და მოგვიტევე.
  6. 3 მეფეთა 8:34
    ზეციდან მოისმინე და აპატიე შეცოდება შენს ხალხს, ისრაელს, და დააბრუნე ისინი იმ ქვეყანაში, რომელიც მათი მამებისთვის გაქვს მიცემული.
  7. 3 მეფეთა 8:36
    ზეციდან მოისმინე და შეუნდე შენს მსახურებს, შენს ხალხს, ისრაელს ცოდვა, დააყენე სასიკეთო გზაზე, რომელზეც უნდა იარონ და გამოუგზავნე წვიმა შენს მიწაზე, რომელიც შენი ხალხისთვის გაქვს მიცემული სამკვიდრებლად.
  8. 3 მეთა 8:50
    შეუნდე შენს ხალხს ყოველი დანაშაული და უმართლობა შენ წინაშე და წყალობა აპოვნინე თავის დამატყვევებელთა თვალში.
  9. 3 მეფეთა 8:39
    ზეციდან, შენი სამკვიდრებლიდან მოისმინე, აპატიე და აღუსრულე და ყოველ კაცს მისი გზებისამებრ მიაგე, რადგან იცი მისი გული, რადგან შენ, მხოლოდ შენ იცნობ ყოველი კაცის გულს;
  10. ფსალმუნები 24:11
    შენი სახელისთვის შემინდე დანაშაული, უფალო, რადგან დიდია იგი.
  11. ფსალმუნები 50:9
    სახე აარიდე ჩემს შეცდომებს და ყველა ჩემი ბრალი წაშალე.
  12. ფსალმუნები 50:1
    შემიწყალე ღმერთო, შენი წყალობისამებრ; შენი მრავალი წყალობისამებრ წაშალე ჩემი დანაშაული.
  13. ფსალმუნები 24:18
    შეხედე ჩემს უბედურებას და ტანჯვას და მაპატიე ჩემი ყველა შეცოდება.
  14. ფსალმუნები 18:12
    ვინ გააცნობიერებს თავის შეცდომებს? განმწმიდე მე დაფარულთაგან.
  15. ფსალმუნები 24:7
    ჩემი სიჭაბუკის ცოდვებსა და ბრალს ნუ გაიხსენებ; შენი გულმოწყალებით, შენი სიკეთით გამიხსენე უფალო.
  16. 4 მეფეთა 5:18
    ეს ერთი რამე მაპატიოს უფალმა შენს მსახურს: როცა მივა მეფე, ჩემი ბატონი, რიმონის სახლში თაყვანსაცემად, ჩემს ხელს დაეყრდნობა და მეც მომიხდება თავის დახრა რიმონის სახლში; გევედრები, უფალმა აპატიოს ეს შენს მსახურს.
  17. ლუკას 23:34
    თქვა იესომ: „მამაო, მიუტევე ამათ, ვინაიდან არ იციან, რას აკეთებენ.“ წილი ჰყარეს და გაიყვეს მისი სამოსელი.
  18. საქმეები 7:60
    მუხლი მოიყარა და ხმამაღლა შეჰღაღადა: „უფალო, ნუ მიუთვლი ამათ ამ ცოდვას.“ ეს თქვა და განისვენა.
  19. დანიელი 9:19
    უფალო, ისმინე! უფალო, მოგვიტევე! უფალო, შეისმინე და იმოქმედე! არ დააგვიანო, შენს გამო, ღმერთო ჩემო, რადგან შენი სახელი ეწოდება შენს ქალაქსა და შენს ერს.
  20. ამოსი 7:2
    და იყო, მოამთავრა კალიამ ქვეყნის ბალახის ჭამა და ვთქვი: უფალო ღმერთო, მომიტევე! როგორ წამოდგება იაკობი? რადგან მცირეა იგი.
  21. მათეს 6:12
    და მოგვიტევე ჩვენ თანანადებნი ჩვენი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა;
  22. ლუკას 11:4
    და მოგვიტევე ჩვენი ცოდვები, როგორც ჩვენ მივუტევებთ ყველა ჩვენს მოვალეს; და ნუ შეგვიყვან ჩვენ განსაცდელში, არამედ გვიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.

← ყველა თემა „ღ“-ზე