მთავარითემები „ღ“ღმერთის კუთვნილი ხელმწიფება

ღმერთის კუთვნილი ხელმწიფება

13 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. ფსალმუნები 113:11
    ხოლო ჩვენი ღმერთი ზეცაშია; ყოველივე, რაც სურდა, მოიმოქმედა.
  2. 2 ნეშტთა 20:6
    და თქვა: „უფალო, ჩვენი მამების ღმერთო, განა შენ არა ხარ ღმერთი ზეცაში? განა შენ არ ბატონობ ხალხთა ყველა სამეფოში? შენს ხელთ არ არის ძალა და სიმტკიცე? არავინ არის, წინ რომ აღგიდგეს.
  3. იობი 9:12
    აჰა, იტაცებს და ვინ არის დამკავებელი? ვინ ეტყვის: რას აკეთებო?
  4. იობი 23:13
    მაგრამ იგი უცვლელია და ვინ არის მისი შემდავებელი? რასაც მისი ხელი მოისურვებს, იმას აკეთებს.
  5. იობი 42:2
    ვიცი, რომ ყველაფერი შეგიძლია, და შენი განზრახვა არ დაბრკოლდება.
  6. ფსალმუნები 134:6
    ყოველივე, რაც სურდა, მოიმოქმედა უფალმა, ცაში და ქვეყანაზე, ზღვებზე და ყოველ უფსკრულში.
  7. ესაია 14:27
    ცაბაოთ უფლის განაჩენს ვინ შეცვლის და მოღერებულ ხელს ვინ შეაბრუნებს?
  8. ესაია 43:13
    და პირველი დღიდან მე იგივე ვარ და არავინ არის ჩემი ხელიდან გადამრჩენელი; მე ვმოქმედებ და ვინ შეაბრუნებს ამას?
  9. ესაია 45:9
    ვაი, თავის გამომსახველთან მოშუღლარს, ნატეხს მიწის ნატეხთაგან. განა ეტყვის თიხა თავის გამომსახველს: ‘რას აკეთებ შენ?’ ან შენი ნაკეთები იტყვის: ‘არა აქვსო მას ხელები?’
  10. ესაია 46:10
    ვაუწყებ დასაბამიდან უკანასკნელს, და ძველთაგანვე იმას, რაც არ მომხდარა, ვამბობ: ‘ჩემი გადაწყვეტილება აღსრულდება და ყოველივე ჩემს ნება-სურვილს აღვასრულებ.’
  11. დანიელი 4:35
    დედამიწის ყველა მკვიდრი არაფრად ითვლება. თავის ნებაზე იქცევა, როგორც ზეცის მხედრობაში, ისევე ქვეყნის მკვიდრებში, მის ხელს წინ ვერავინ აღუდგება და ვერ ეტყვის: ამას რას შვრებიო?
  12. რომაელთა 9:19-21
    შენ მეტყვი: „აბა, რაღას გვდებს ბრალს? მის ნებას ვინ აღუდგება წინ?” ვინ ხარ შენ, ადამიანო, ღმერთს რომ ედავები? განა ქმნილება ეტყვის შემოქმედს: რატომ შემქმენი ასე? ნუთუ მეკეცეს უფლება არა აქვს თიხაზე, რომ თავისი მოზელილი თიხიდან ზოგი საპატიო ჭურჭელი გააკეთოს, ზოგიც უპატიო?
  13. ეფესელთა 1:11
    მასში არჩეულნი ვიქენით კიდეც მემკვიდრეებად, რისთვისაც წინასწარ განსაზღვრული ვიყავით მისი განზრახვით, ვინც ყოველივეს იქმს თავისი ნებით,

← ყველა თემა „ღ“-ზე