მთავარითემები „ღ“ღმერთის კურთხევა ახლოსაა

ღმერთის კურთხევა ახლოსაა

9 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. ფსალმუნები 74:1
    გმადლობთ შენ ღმერთო, მადლობას გწირავთ, რადგან ახლოა შენი სახელი; შენს საოცრებებს აუწყებენ ადამიანები.
  2. ესაია 46:13
    მოვაახლოვე ჩემი სიმართლე, შორს არ არის და ხსნა ჩემსმიერი არ დააყოვნებს. ვუწყალობებ ხსნას სიონს და ისრაელს - ჩემს დიდებას.
  3. ფსალმუნები 84:9
    მართლაც ახლოა მისმიერი ხსნა მის მოშიშთათვის, რათა დიდებამ დაისადგუროს ჩვენს ქვეყანაში.
  4. მათეს 3:2
    ამბობდა: „მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო.
  5. მათეს 10:7
    როდესაც მიხვალთ, იქადაგეთ, რომ მოახლოვდა ცათა სამეფო.
  6. ლუკას 10:9
    განკურნეთ იქ მყოფი სნეულნი და უთხარით: მოგიახლოვდათ-თქო ღმერთის სამეფო.
  7. მარკოზის 1:15
    ამბობდა: „აღსრულდა ჟამი და მოახლოვდა ღმერთის სამეფო. მოინანიეთ და იწამეთ სახარება”.
  8. მარკოზის 12:34
    იესომ დაინახა, რომ მან გონივრულად უპასუხა, და უთხრა მას: „შორს არ დგახარ ღმერთის სამეფოსგან”. ამის შემდეგ ვეღარავინ შებედა კითხვის დასმა.
  9. მეორე რჯული 30:14
    რადგან ძალიან ახლოა ეს სიტყვა შენთან; შენს ბაგეზეა იგი და შენს გულში, რათა ასრულებდე მას.

რომაელთა10:8
მაგრამ რას ამბობს იგი? „ახლოა შენთან სიტყვა, შენს ბაგეში და შენს გულში”, ესე იგი, რწმენის სიტყვა, რომელსაც ვქადაგებთ.

← ყველა თემა „ღ“-ზე