ბიბლიის მუხლები თემაზე
ღმერთის კურთხევა ახლოსაა
11 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი
- ფსალმუნები 74:1
გმადლობთ შენ ღმერთო, მადლობას გწირავთ, რადგან ახლოა შენი სახელი; შენს საოცრებებს აუწყებენ ადამიანები.
- ესაია 46:13
მოვაახლოვე ჩემი სიმართლე, შორს არ არის და ხსნა ჩემსმიერი არ დააყოვნებს. ვუწყალობებ ხსნას სიონს და ისრაელს - ჩემს დიდებას.
- ფსალმუნები 84:9
მართლაც ახლოა მისმიერი ხსნა მის მოშიშთათვის, რათა დიდებამ დაისადგუროს ჩვენს ქვეყანაში.
- მათეს 3:2
ამბობდა: „მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო.
- მათეს 10:7
როცა მიხვალთ, იქადაგეთ, რომ მოახლოებულია ცათა სასუფეველი.
- ლუკას 10:9
განკურნეთ იქ მყოფი სნეულნი და უთხარით: ‘ღვთის სასუფეველი მოგიახლოვდათ.’
- ლუკას 10:11
თქვენი ქალაქის მტვერს, ფეხებზე რომ მოგვეკრო, ვიბერტყავთ თქვენს წინაშე; ოღონდ ესეც იცოდეთ, რომ მოგიახლოვდათ-თქო ღმერთის სამეფო.
- მარკოზის 1:15
ამბობდა: „აღსრულდა ჟამი და მოახლოვდა ღმერთის სამეფო. მოინანიეთ და იწამეთ სახარება”.
- მარკოზის 12:34
იესომ დაინახა, რომ მან გონივრულად უპასუხა, და უთხრა მას: „შორს არ დგახარ ღმერთის სამეფოსგან”. ამის შემდეგ ვეღარავინ შებედა კითხვის დასმა.
- მეორე რჯული 30:14
რადგან ძალიან ახლოა ეს სიტყვა შენთან; შენს ბაგეზეა იგი და შენს გულში, რათა ასრულებდე მას.
- რომაელთა 10:8
მაგრამ რას ამბობს იგი? "ახლოა შენთან სიტყვა, შენს ბაგეში და შენს გულში”, ესე იგი, რწმენის სიტყვა, რომელსაც ვქადაგებთ.