მთავარითემები „ღ“ღმერთი შურისმგებელია

ღმერთი შურისმგებელია

29 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. მეორე რჯული 32:35
    ჩემია შურისგება და საზღაურის მიზღვა, განსაზღვრულ დროს წაიბორძიკებს მათი ფეხი, რადგან ახლოა მათი უბედურების დღე და მსწრაფლ მოაწევს მათთვის გამზადებული.
  2. რომაელთა 12:19
    შურს ნუ იძიებთ თქვენთვის, საყვარლებო, არამედ ადგილი მიეცით უფლის რისხვას, ვინაიდან წერია: „ჩემია შურისგება და მე მივაგებ, – ამბობს უფალი.
  3. ებრაელთა 10:30
    რადგან ვიცნობთ ამ სიტყვის მთქმელს: „მე მეკუთვნის შურისგება და სამაგიეროს მიზღვა“ და კიდევ: „განიკითხავს უფალი თავის ხალხს.
  4. იერემია 51:56
    რადგან გამტიალებელი მოდის ბაბილონზე, შეპყრობილ არიან მისი ვაჟკაცნი, შეიმუსრა მათი მშვილდები, ვინაიდან ღმერთი, შურისგების უფალი, ბოლომდე მიუზღავს მათ.
  5. ნაუმი 1:2
    ეჭვიანი და შურისმგებელი ღმერთია უფალი. შურისმგებელი და მრისხანეა უფალი. შურს იძიებს უფალი თავის მოწინააღმდეგეებზე; რისხვას უნახავს თავის მტრებს.
  6. ფსალმუნები 93:1
    ღმერთო შურისგებისა, უფალო, ღმერთო შურისგებისა, გამოჩნდი.
  7. ფსალმუნები 98:8
    უფალო, ღმერთო ჩვენო! შენ პასუხობდი მათ; მიმტევებელი ღმერთი იყავი მათთვის, მაგრამ შურისმგებელიც მათ დანაშაულთა გამო.
  8. 2 თესალონიკელთა 1:8
    და ცეცხლის ალით იძიებს შურს მათზე, ვინც არ იცნობს ღმერთს და არ ემორჩილება უფალ იესოს სახარებას,
  9. ლევიანნი 26:25
    მოგივლენთ მახვილს აღთქმისთვის შურის საძიებლად, შეგროვდებით თქვენს ქალაქებში, მაგრამ შავ ჭირს შეგყრით და მტრის ხელში ჩაცვივდებით.
  10. იერემია 51:11
    წაუმახეთ წვერები ისრებს, კაპარჭები შეავსეთ! გამოაღვიძა უფალმა მიდიელი მეფეების სული, ვინაიდან ბაბილონის განადგურება განიზრახა, რადგან უფლის შურისძიებაა ეს, შურს იძიებს თავისი ტაძრის გამო.
  11. იერემია 50:28
    აჰა, გაქცეულთა და ლტოლვილთა ხმა ისმის ბაბილონის ქვეყნიდან, რომ სიონში განაცხადონ უფლის, ჩვენი ღმერთის შურისგება, მისი ტაძრის გამო.
  12. იერემია 5:29
    არ დაგსაჯო ამის გამო? ამბობს უფალი. განა ასეთ ხალხზე არ იძიებს შურს ჩემი სული?
  13. იერემია 5:9
    არ დაგსაჯოთ ამის გამო? ამბობს უფალი. შურს არ იძიებს ჩემი სული ასეთ ხალხზე?
  14. მეორე რჯული 32:41
    თუ ავლესე ჩემი მოელვარე ხმალი და სამართალი მოვიმარჯვე ხელში, შურს ვიძიებ ჩემს მტრებზე და მივუზღავ მათ, ვისაც ვძულვარ.
  15. ესაია 1:24
    ამიტომ აცხადებს უფალი, ცაბაოთ ღმერთი, ისრაელის ძლევამოსილი: „ჰოი, მოვისვენებ ჩემს შემავიწროებელთაგან და შურს ვიძიებ ჩემს მტრებზე.
  16. ესაია 47:3
    გამოჩნდება შენი სიშიშვლე და წარმოჩინდება შენი სირცხვილი; შურს ვიძიებ და არ დავინდობ ადამიანს.
  17. ეზეკიელი 25:14
    შურისგებას აღვასრულებ ედომზე, ჩემი ხალხის, ისრაელის ხელით. ჩემი რისხვისა და გულისწყრომისამებრ მოექცევიან ედომს; ასე გაიგებენ ჩემს შურისგებას! – ამბობს უფალი ღმერთი.
  18. ესაია 35:4
    უთხარით სულსწრაფებს: „გამაგრდით, ნუ შეშინდებით, აჰა, თქვენი ღმერთი. მოვა შურისგება, ღვთის საზღაური, მოვა და გიხსნით.
  19. ეზეკიელი 25:17
    მრისხანე მხილებებით აღვასრულებ მათზე დიდ შურისგებას და გაიგებენ, რომ მე ვარ უფალი, როცა ჩემს შურისგებას აღვასრულებ მათზე!
  20. ესაია 59:17
    ჯავშანივით შეიმოსა სიმართლე და ხსნის მუზარადი დაიდგა თავზე. ტანსაცმელივით შეიმოსა შურისგების მოსასხამი და ნაბადივით შემოიხვია მოშურნეობა.
  21. მიქა 5:15
    რისხვითა და გულისწყრომით ვიძიებ შურს ერებზე, რომლებიც არ დამემორჩილნენ.
  22. ნაუმი 1:9
    რა განიზრახეთ უფლის წინააღმდეგ? ბოლოს მოუღებს ყველაფერს და ვეღარ აღდგება მტერი.
  23. ესაია 34:8
    რადგან შურისგების დღე აქვს უფალს, სამაგიეროს მიგების წელი სიონის სარჩელის გამო.
  24. იერემია 46:10
    რადგან ეს დღე ცაბაოთ უფალ ღმერთს ეკუთვნის; შურისგების დღეა და შურს იძიებს თავის მტრებზე. შეჭამს მახვილი და გაძღება, მათი სისხლით დარწყულდება, რადგან მსხვერპლშეწირვა ექნება უფალს, ჩვენს ღმერთს, ჩრდილოეთის ქვეყანაში, მდინარე ევფრატთან.
  25. იერემია 56:6
    გაიქეცით ბაბილონიდან, თითოეულმა საკუთარი სული იხსნას. ნუ დაიღუპებით მისი ურჯულოების გამო, რადგან შურისძიების დროა უფლისთვის, მისაგებელი უნდა მიუზღას მას.
  26. ესაი 61:2
    უფლის სასურველი წელიწადისა და ჩვენი ღმერთის შურისგების დღის გამოსაცხადებლად, რათა ვანუგეშო ყველა მგლოვიარე.
  27. ესაია 63:4
    რადგან შურისგების დღეა ჩემს გულში და ჩემი გამოსყიდვის წელი დადგა.
  28. ლუკას 21:22
    რადგან ეს შურისგების დღეებია, რათა აღსრულდეს ყოველივე დაწერილი.
  29. რიცხვნი 31:3
    უთხრა მოსემ ხალხს: „შეაიარაღეთ კაცები ომისთვის, რათა გაილაშქრონ მიდიანელთა წინააღმდეგ და შური იძიონ უფლისთვის.

← ყველა თემა „ღ“-ზე