მთავარითემები „ღ“ღმერთი შენთან

ღმერთი შენთან

27 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. ესაია 7:14
    ამიტომ უფალი თვითონ მოგცემთ ნიშანს: აჰა, დაორსულდება ქალწული და შობს ძეს და უწოდებს სახელად — იმანუელს!
  2. ესაია 8:10
    გეგმას დააწყობთ, მაგრამ დაირღვევა, სიტყვას იტყვით და არ შესრულდება, რადგან ჩვენთან არის ღმერთი!
  3. მათეს 1:23
    აჰა, დაორსულდება ქალწული, გაუჩნდება ძე და უწოდებენ მას სახელად იმანუელს, რაც ნიშნავს: ჩვენთან არს ღმერთი!
  4. ესაია 8:8
    გადმოდინდება, გადაუვლის და წალეკავს იუდას, ყელამდე მისწვდება, ფრთებს გაშლის და აავსებს ქვეყანას მთელ სიგანეზე, იმანუელ!
  5. ფსალმუნები 53:4
    აჰა, ღმერთია ჩემი შემწე, ღმერთია ჩემი სულის განმამტკიცებელი.
  6. რიცხვნი 14:9
    ოღონდ ნუ ამბოხდებით უფლის წინააღმდეგ და იმ ქვეყნის ხალხისა ნუ გეშინიათ, რადგან ჩვენი ნადავლია იგი. ვინაიდან განერიდა მათ მფარველი, ჩვენს შორის კი თავად უფალია, ნუ გეშინიათ”.
  7. ფსალმუნები 45:7
    ცაბაოთ უფალი ჩვენთანაა; ჩვენი სიმაგრეა იაკობის ღმერთი.
  8. დაბადება 21:22
    იმ დროს იყო, რომ დაელაპარაკნენ აბრაამს აბიმელექი და მისი მხედართმთავარი ფიქოლი და უთხრეს: „ღმერთია შენთან ყველაფერში, რასაც აკეთებ.
  9. ესაია 45:14
    ასე ამბობს უფალი: „ეგვიპტის ნაყოფები, ქუშის ნავაჭრი და შებაელნი, ზორბა ხალხი, შენი გახდებიან, შენ გამოგყვებიან, ბორკილებში ივლიან, მოიდრიკებიან შენ წინაშე და შემოგღაღადებენ: ნამდვილად მხოლოდ შენშიაო ღმერთი და მის გარდა სხვა არავინაა ღმერთი.
  10. რიცხვნი 23:21
    ბოროტება არ შეუმჩნევია იაკობში და უმართლობა არ დაუნახავს ისრაელში; უფალი, მისი ღმერთი, მასთანაა და სამეფო ყიჟინაა მასში.
  11. მეორე რჯული 20:1
    როდესაც მტრის წინააღმდეგ გახვალთ საბრძოლველად და დაინახავთ თქვენზე მრავალრიცხოვან ხალხს, ცხენებსა და ეტლებს, არ შეშინდეთ, რადგან თქვენთანაა უფალი, თქვენი ღმერთი, რომელმაც გამოგიყვანათ ეგვიპტის ქვეყნიდან.
  12. მეორე რჯული 20:4
    რადგან უფალი, თქვენი ღმერთი გამოდის თქვენს მტრებთან საბრძოლველად, რათა გადაგარჩინოთ.
  13. დაბადება 26:24
    იმავე ღამით გამოეცხადა უფალი და უთხრა: „მე ვარ აბრაამის, მამაშენის ღმერთი; ნუ გეშინია, რადგან შენთან ვარ; გაკურთხებ და თესლს გაგიმრავლებ, აბრაამის — ჩემი მსახურის გამო”.
  14. ანგია 1:13
    თქვა ანგიამ, უფლის მაცნემ, უფლის უწყებაში: მე თქვენთანა ვარ, — ამბობს უფალი.
  15. ანგია 2:4
    ახლა კი განმტკიცდი, ზერუბაბელ — ამბობს უფალი — და გამხნევდი, მღვდელმთავარო იესო, იეჰოცადაკის ძევ; გამაგრდი, ქვეყნის მთელო ხალხო — ამბობს უფალი — იმუშავეთ, რადგან თქვენთან ერთად ვარ - ამბობს ცაბაოთ უფალი.
  16. ესაია 41:10
    ნუ გეშინია, რადგან შენთან ვარ, ნუ ფრთხი, რადგან შენი ღმერთი ვარ; განგამტკიცებ, შეგეწევი და მხარს დაგიჭერ ჩემი სამართლის მარჯვენით.
  17. ესაია 43:5
    ნუ გეშინიათ, ვინაიდან თქვენთანა ვარ; აღმოსავლეთიდან მოვიყვან თქვენს თესლს და დასავლეთიდან შემოგკრებთ.
  18. იერემია 42:11
    ბაბილონის მეფის ნუ შეგეშინდებათ; რომლისაც გეშინიათ, ნუღარ შეგეშინდებათ, ამბობს უფალი, რადგან თქვენთან ვარ, რომ გიხსნათ და გადაგარჩინოთ მისი ხელიდან.
  19. იერემია 46:28
    ნუ გეშინია, ჩემო მსახურო იაკობ, ამბობს უფალი, რადგან შენთან ვარ; ბოლოს მოვუღებ ყველა ერს, ვისთანაც გაგაძევე, შენ კი არ მოგიღებ ბოლოს, მაგრამ სამართლიანად დაგსჯი; არავითარ შემთხვევაში დაუსჯელს არ დაგტოვებ”.
  20. ფსალმუნები 15:8
    მუდამ ჩემს წინ წარმოვიდგენ უფალს; რადგან ჩემს მარჯვნივ არის, არ წავბორძიკდები.
  21. ზაქარია 8:23
    ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: იმ დღეებში ათი კაცი ყველა ერისა და ენისგან მოეჭიდება იუდას კაცის სამოსელის კიდეს და იტყვიან: წამოვალთ თქვენთან, რადგან გავიგეთ, რომ თქვენთანაა ღმერთი.
  22. ზაქარია 10:5
    და იქნებიან გმირებივით, ბრძოლაში რომ მტერს თელავენ ტალახივით; იბრძოლებენ, რადგან უფალია მათთან და შეარცხვენენ მტრის მხედრიონებს.
  23. ეზეკიელი 34:30
    და მიხვდებიან, რომ მე, უფალი, მათი ღმერთი ვარ მათთან და რომ ისინი, სახლი ისრაელისა — ჩემი ხალხია! — ამბობს უფალი ღმერთი.
  24. გამოსვლა 17:7
    და ეწოდა იმ ადგილს სახელად მასახი და მერიბახი, ისრაელის ძეთა შუღლისა და უფლის გამოცდის გამო, როცა თქვეს: „არის კი ჩვენს შორის უფალი თუ არა?
  25. 1 ნეშტთა 22:18
    განა თქვენთან არაა უფალი, თქვენი ღმერთი? განა მან არ მოგცათ ყველა მხრიდან სიმშვიდე? რადგან ჩემს ხელს გადასცა ამ ქვეყნის მკვიდრნი და დამორჩილდა ეს ქვეყანა უფალსა და მის ხალხს.
  26. ფსალმუნები 22:4
    სიკვდილის აჩრდილთა ველზეც რომ ვიარო, ბოროტების არ შემეშინდება, რადგან შენა ხარ ჩემთან; მანუგეშებენ შენი კვერთხი და შენი საყრდენი.
  27. იოანეს 14:17
    ჭეშმარიტების სულს, რომლის მიღებაც არ შეუძლია წუთისოფელს, რადგან ვერ ხედავს და არც იცნობს მას; თქვენ კი იცნობთ, რადგან თქვენთან რჩება და თქვენში იქნება.

← ყველა თემა „ღ“-ზე