მთავარითემები „ღ“ღმერთი მრისხანებს ერთეულებზე

ღმერთი მრისხანებს ერთეულებზე

15 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. გამოსვლა 4:14
    და აღინთო უფლის რისხვა მოსეზე და უთხრა მას: „განა შენი ძმა არ არის ლევიანი აჰარონი? ვიცი, რომ ლაპარაკით ის ილაპარაკებს; და გამოვა იგი შენს შესახვედრად, გიხილავს და გულით გაიხარებს.
  2. მეორე რჯული 3:26
    განმირისხდა უფალი თქვენ გამო და არ ისმინა ჩემი; მომიგო უფალმა: „გეკმაროს, ამიერიდან ნუღარ დამელაპარაკები ამ საქმეზე.
  3. მეორე რჯული 4:21
    გამირისხდა უფალი თქვენი სიტყვების გამო და დაიფიცა, რომ ვერ გადავლახავ იორდანეს და ვერ შევალ ბარაქიან ქვეყანაში, რომელსაც თქვენი ღმერთი გაძლევთ სამკვიდრებლად.
  4. რიცხვნი 12:9
    აღინთო უფლის რისხვა მათზე და განშორდა უფალი.
  5. მეორე რჯული 9:20
    ძლიერ განრისხდა აჰარონზე უფალი, განადგურებას უპირებდა; აჰარონისთვისაც ვილოცე მაშინ.
  6. 3 მეფეთა 11:9
    განურისხდა უფალი სოლომონს, რადგან გული მიედრიკა თავისი უფლისგან, ისრაელის ღმერთისგან, რომელიც ორჯერ გამოეცხადა მას.
  7. იობი 42:7
    მას შემდეგ, რაც წარმოთქვა უფალმა ეს სიტყვები იობის მიმართ, მიმართა უფალმა ელიფაზ თემანელს: „აინთო ჩემი რისხვა შენ მიმართ და შენი ორი მეგობრის მიმართ, რადგან ჩემი მსახური იობივით წრფელად არ ილაპარაკეთ ჩემზე.
  8. იობი 16:9
    მისი რისხვა მგლეჯს და მდევნის, კბილებს მიღრჭენს და თვალებს ილესავს ჩემზე მტერი,
  9. ფსალმუნები 87:7
    შენი რისხვა დამატყდა თავს და ყველა შენმა ტალღამ ჩემზე გადაიარა.
  10. ფსალმუნები 87:16
    თავზე გადამიარა შენმა მრისხანებამ, შენმა შიშის ზარმა გამანადგურა.
  11. ეზეკიელი 16:28
    გაგასამართლებ მრუშთა და სისხლისმღვრელთა სამართლით და მოგაწევ გულისწყრომისა და ეჭვიანობის სისხლს.
  12. ეკლესიასტე 5:6
    შენს ბაგეთ ცოდვაში ნუ შეაყვანინებ შენს სხეულს და ნურც ანგელოზის წინაშე იტყვი - „შეცდომა იყოო ეს!“ რისთვის განრისხდეს ღმერთი შენს ხმაზე და დააზიანოს შენი ხელის ნაშრომი?
  13. მიქა 7:9
    უფლის გულისწყრომას დავითმენ, რადგან შევცოდე მის წინაშე, ვიდრე ჩემს საქმეს არ განიკითხავს და არ გადამიწყვეტს თავის სამართალს; სინათლეში გამომიყვანს და ვიხილავ მის სიმართლეს.
  14. ფსალმუნები 6:1
    უფალო, შენი რისხვით ნუ მამხელ და შენი მრისხანებით ნუ დამსჯი.
  15. ფსალმუნები 26:9
    ნუ დამიმალავ შენს სახეს და რისხვით ნუ უკუაგდებ შენს მორჩილს, ჩემი შემწე იყავი უწინ, ახლა ხელს ნუ მკრავ და ნუ მიმატოვებ, ჩემი ხსნის ღმერთო.

მეორე რჯული 1:37
ჩემზეც განრისხდა უფალი თქვენ გამო და მითხრა: „ვერც შენ შეხვალ იქ.

← ყველა თემა „ღ“-ზე