ბიბლიის მუხლები თემაზე
ღმერთი მოქმედებს ძველთაგანვე
6 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი
- ფსალმუნები 101:25
ძველთაგან დააფუძნე დედამიწა და შენთა ხელთა ქმნილებაა ზეცა.
- ფსალმუნები 43:1
ღმერთო, ჩვენი ყურით გვაქვს მოსმენილი, ჩვენმა მამებმა გვიამბეს, საქმე, რომელიც მათ დღეებში, უძველეს დროში მოიმოქმედე.
- ფსალმუნები 76:11
გავიხსენებ უფლის საქმეებს, გავიხსენებ შენს ადრინდელ სასწაულებს.
- ესაია 51:9
გაიღვიძე, გაიღვიძე, შეიმოსე ძალით, მკლავო უფლისა, გაიღვიძე, როგორც ძველ დროს, უძველეს თაობებში! განა შენ არ დაანაკუწე რაჰაბი და განგმირე ზღვის ურჩხული?
- ესაია 63:9
არ მიუტოვებია ისინი არცერთ უბედურებაში და მის წინაშე მდგარი ანგელოზი იხსნიდა მათ. თავისი სიყვარულითა და მოწყალებით გამოისყიდა ისინი; ხელში აყვანილთ ატარებდა ყოველთვის – ძველთაგანვე.
- საქმეები 14:16
რომელმაც წარსულ თაობებში ყველა ერი, თავის გზაზე სასიარულოდ მიუშვა.