მთავარითემები „ღ“ღმერთი მიუზღავს

ღმერთი მიუზღავს

32 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. 1 მეფეთა 26:23
    აჰა, როგორც მე დავაფასე დღეს შენი სიცოცხლე, ასევე დააფასოს ჩემი სიცოცხლე უფალმა და მიხსნას ყოველგვარი გასაჭირისგან”.
  2. იგავნი 19:17
    ღატაკის მწყალობელი უფალს სესხს აძლევს და ის გადაუხდის მას მისი კეთილი საქმისთვის.
  3. 2 მეფეთა 16:12
    ეგებ იხილოს უფალმა ჩემი დამცირება და კეთილი მომაგოს მისი წყევლის სანაცვლოდ”.
  4. ესაია 61:8
    რადგან მე, უფალს, მიყვარს სამართალი და მძულს ძარცვა და უმართლობა; სამართლიანად მივცემ მათ თავიანთ საზღაურს და სამარადისო აღთქმას დავუდებ მათ.
  5. ესაია 65:6
    აჰა, ჩაწერილია ჩემს წინაშე, არ დავდუმდები, სანამ არ მივუზღავ; და მე მივუზღავ მათ უბეში.
  6. ფსალმუნები 30:23
    შეიყვარეთ უფალი, ღვთისნიერნო მისნო; ერთგულს იცავს უფალი და მრავალგზის მიუზღავს ამაყებს.
  7. ფსალმუნები 53:5
    იგი მიაგებს ბოროტების სამაგიეროს ჩემს მტრებს; შენი ერთგულებით ბოლო მოუღე მათ.
  8. ესაია 59:18
    ნამოქმედარის მიხედვით მიაგებს იგი: რისხვას - შემჭირვებელთ, შურისგებას - თავის მტრებს, სამაგიეროს მიუზღავს ზღვისპირეთს.
  9. ეზეკიელი 16:43
    ვინაიდან არ გაიხსენე შენი სიყმაწვილის დღეები და მაჯავრებდი ყოველივე ამით, აჰა, შენს თავზევე მოვაქცევ შენს გზებს, ამბობს უფალი ღმერთი, რათა აღარ ჩაიდინო ამგვარი გარყვნილება ყველა შენი სისაძაგლის შემდეგ.
  10. 2 ტიმოთეს 4:14
    მესპილენძე ალექსანდრემ დიდად მიბოროტა. უფალმა მიუზღოს მისი საქმეების მიხედვით.
  11. მათეს 16:27
    რადგან მოვა ძე კაცისა თავისი მამის დიდებით, თავის ანგელოზებთან ერთად, და მაშინ მიუზღავს თითოეულს თავისი საქმეების მიხედვით.
  12. რომაელთა 2:6
    რომელიც ყოველს თავისი საქმეების მიხედვით მიუზღავს:
  13. გამოცხადება 2:23
    სიკვდილით დავხოცავ მის შვილებს და გაიგებს ყველა ეკლესია, რომ მე ვიკვლევ თირკმელებსა და გულებს; და ყოველ თქვენგანს თავისი საქმეების მიხედვით მივუზღავ.
  14. 2 კორინთელთა 5:10
    ვინაიდან ჩვენ, ყველანი უნდა გამოვცხადდეთ ქრისტეს სამსჯავროს წინაშე, რათა თითოეულმა მიიღოს იმის მიხედვით, რასაც სხეულის სიცოცხლის დროს აკეთებდა - კეთილს თუ ბოროტს.
  15. ეფესელთა 6:8
    იცოდეთ, რომ ყველა, ვინც სიკეთეს სჩადის, მასვე მიიღებს უფლისგან, მონა იქნება ის, თუ თავისუფალი.
  16. რომაელთა 12:19
    შურს ნუ იძიებთ თქვენთვის, საყვარლებო, არამედ ადგილი მიეცით უფლის რისხვას, ვინაიდან წერია: „ჩემია შურისგება და მე მივაგებ, - ამბობს უფალი”.
  17. იერემია 51:56
    რადგან გამტიალებელი მოდის ბაბილონზე, შეპყრობილ არიან მისი ვაჟკაცნი, შეიმუსრა მათი მშვილდები, ვინაიდან ღმერთი, შურისგების უფალი, ბოლომდე მიუზღავს მათ.
  18. ესაია 3:11
    ვაი უმართლო ბოროტმოქმედს, რადგან თავისი ხელის საქმეთა მიხედვით მიეზღვება.
  19. გოდება იერემიასი 3:64
    მიუზღე მათ საზღაური, უფალო, მათი ხელის ნამოქმედარის მიხედვით.
  20. ოსია 4:9
    რაც ხალხს მოუვა, ის მოეწევა მღვდელსაც; მოვკითხავ მათ მათი გზებისამებრ და მათი ნამოქმედარისამებრ მივუზღავ!
  21. ოსია 12:2
    დავა აქვს უფალს იუდასთან, ის მოჰკითხავს იაკობს მისი გზების მიხედვით და მიუზღავს მისი ბოროტი საქმეებისამებრ.
  22. იოველი 3:4
    რა ხართ ჩემთვის, ტვიროსო, ციდონო და ფილისტიმის ყველა მხარევ? სამაგიერო გინდათ მომაგოთ? თუ სამაგიეროს მოგებას აპირებთ, სწრაფად და იოლად მოვაქცევ თქვენზევე თქვენს სამაგიეროს.
  23. იოველი 3:7
    აჰა, ავიყვან მათ იმ ადგილიდან, სადაც გაყიდეთ და თქვენზევე მოვაქცევ თქვენს საქმეებს;
  24. ეზეკიელი 23:49
    თქვენ გადაიხდით თქვენივე გარყვნილების საფასურს და სასჯელს იტვირთავთ თქვენი კერპების გამო; ასე გაიგებთ, რომ მე ვარ უფალი ღმერთი!
  25. ფსალმუნები 90:8
    მხოლოდ შენი თვალებით შეხედავ და დაინახავ ბოროტეულთა საზღაურს.
  26. მეორე რჯული 7:10
    მაგრამ სამაგიეროს მიმზღველი მის მოძულეთა მიმართ, რათა დაღუპოს ისინი; არ დააყოვნებს იგი, პირადად მიუზღავს თავის მოძულეს.
  27. 2 თესალონიკელთა 1:6
    ვინაიდან სამართლიანია ღმერთის წინაშე, რომ ჭირი მიეგოს თქვენს შემაჭირვებლებს,
  28. იერემია 51:24
    თქვენს თვალწინ მივუზღავ ბაბილონსა და ქალდეას ყველა მცხოვრებს, ყველა იმ ბოროტების გამო, სიონზე რომ მოაწიეს! ამბობს უფალი.
  29. ლუკას 14:14
    ნეტარი იქნები, რადგან მათ არაფერი აქვთ, სანაცვლოდ რომ მოგიზღან. ამიტომ მართალთა აღდგომისას მოგეზღვება”.
  30. იგავნი 11:31
    აჰა, მართალს მიეზღვება მაგიერი ამ ქვეყნად, მითუმეტეს - უმართლოსა და ცოდვილს.
  31. 3 მეფეთა 2:32
    უფალი მის თავზევე მიაქცევს მის სისხლს, რადგან ორ მართალ და თავისზე უკეთეს კაცს დაეცა და მახვილით დახოცა: აბნერი, ძე ნერისა, ისრაელის მხედართმთავარი და ყამასა, იეთერის ძე, იუდას მხედართმთავარი; მამაჩემმა დავითმა კი არა უწყოდა რა.
  32. 3 მეფეთა 2:44
    კვლავ მიუგო მეფემ შიმყის: „იცის შენმა გულმა მთელი ის ბოროტება, რაც დავითს, მამაჩემს გაუკეთე; შენივე თავზე მოაქცია უფალმა შენი უკეთურება!

← ყველა თემა „ღ“-ზე