მთავარითემები „ღ“ღმერთი იძლევა სიცოცხლეს

ღმერთი იძლევა სიცოცხლეს

18 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. დაბადება 2:7
    გამოსახა უფალმა ღმერთმა კაცი მიწის მტვრისაგან და შთაბერა მის ნესტოებს სიცოცხლის სუნთქვა და იქმნა კაცი ცოცხალ არსებად.
  2. იობი 33:4
    ღმერთის სულმა შემქმნა და ყოვლისშემძლის სუნთქვა მასულდგმულებს.
  3. საქმეები 17:25
    არც ადამიანთა სამსახურს მოითხოვს, თითქოს რაიმე სჭირდებოდეს; იგი თავად ანიჭებს ყველას სიცოცხლეს, სუნთქვას და ყოველივეს.
  4. ნეებია 9:6
    შენ, შენ ხარ უფალი, მხოლოდ შენ, შენ შექმენი ცანი, ცანი ცათანი და მთელი მათი მხედრობა, დედამიწა და ყოველივე, რაც მასზეა, ზღვები და ყოველივე, რაც მათშია; შენვე აცოცხლებ ყველას და შენ გცემს თაყვანს ციური ლაშქარი.
  5. 1 ტიმოთეს 6:13
    გამცნებ შენ ღვთის წინაშე, რომელიც აცოცხლებს ყოველს, და ქრისტე იესოს წინაშე, რომელმაც დაამოწმა კეთილი აღსარება პონტოელი პილატეს წინაშე,
  6. იოანეს 1:3-4
    ყოველივე მისი მეშვეობით შეიქმნა; და მის გარეშე არაფერი შექმნილა, რაც კი შეიქმნა. მასში იყო სიცოცხლე, და სიცოცხლე იყო ადამიანთა სინათლე.
  7. იობი 10:12
    სიცოცხლე და სიკეთე მომმადლე, შენმა მზრუნველობამ შემოინახა ჩემი სული.
  8. იერემია 38:16
    ფარულად შეჰფიცა მეფე ციდკიაჰუმ იერემიას და უთხრა: „ცოცხალია უფალი, რომელმაც სული ჩაგვიდგა, რომ არ მოგკლავ და არც იმ კაცთა ხელში ჩაგაგდებ, შენს სულს რომ ეძიებენ!
  9. ეზეკიელი 16:6
    გვერდზე ჩაგიარე, საკუთარ სისხლში იყავი მოსვრილი. სისხლიანს გითხარი, იცოცხლე-მეთქი!
  10. მეორე რჯული 32:39
    ახლა ხომ ხედავთ, რომ ეს მე ვარ, მე ვარ და არავინ არის ღმერთი ჩემს გარდა; მე ვკლავ და ვაცოცხლებ, მე ვლახვრავ და ვკურნავ: არავის ძალუძს დახსნა ჩემი ხელიდან.
  11. 1 მეფეთა 2:6
    უფალი კლავს და აცოცხლებს, საფლავში ჩაჰყავს და ამოჰყავს.
  12. 4 მეფეთა 4:5
    წაიკითხა ისრაელის მეფემ წერილი, შემოიხია სამოსელი და თქვა: „ღმერთი ხომ არა ვარ, რომ ვკლავდე და ვაცოცხლებდე, ეს კაცი კეთრისგან განსაკურნებლად რომ გამომიგზავნა? იცოდეთ, შემოჩენილია და მიზეზს ეძებს!
  13. ფსალმუნები 15:11
    მასწავლე გზა სიცოცხლისა, სიხარულის სისავსეა შენი სახის წინაშე, შენს მარჯვნივ ყოფნა ნეტარებაა უკუნისამდე.
  14. ფსალმუნები 35:9
    რადგან შენ გაქვს სიცოცხლის წყარო, შენი შუქით ვხედავთ სინათლეს.
  15. მალაქია 2:5
    მასთან იყო ჩემი აღთქმა – სიცოცხლისა და მშვიდობისა, და მე მივეცი ეს მას ჩემი მოშიშებისთვის; და ეშინოდა ჩემი და თრთოდა ჩემი სახელის წინაშე.
  16. ფსალმუნები 62:3
    რადგან სიცოცხლეზე უკეთესია შენი წყალობა, გაქებენ შენ ჩემი ბაგენი.
  17. გამოცხადება 11:11
    სამნახევარი დღის შემდეგ კი შევიდა მათში სიცოცხლის სული ღმერთისგან, და ფეხზე წამოდგნენ; დიდი შიში დაეცა ყველას, ვინც მათ უყურებდა.
  18. ეზეკიელი 47:9
    ყოველი ცოცხალი არსება, რომელიც ყველგან ფუთფუთებს, სადაც მდინარე ჩაივლის, იცოცხლებს; მრავლად იქნება თევზი, რადგან, სადაც ეს წყლები ჩაივლის, ყველაფერს განკურნავს და ყველაფერი იცოცხლებს იქ, სადაც ეს მდინარე ჩაივლის.

← ყველა თემა „ღ“-ზე