ბიბლიის მუხლები თემაზე
ღმერთი გიპასუხებს
17 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი
- იერემია 33:3
მომიხმე და გიპასუხებ, და გაუწყებ დიდსა და მიუწვდომელს, რაც არ იცი შენ”.
- ფსალმუნები 16:6
მოგიხმობ, ღმერთო, რადგან მიპასუხებ; ყური მომაპყარ, მოისმინე სიტყვები ჩემი.
- ოსია 2:21
იმ დღეს ვუპასუხებ! - ამბობს უფალი ღმერთი - ცებს ვუპასუხებ, ისინი კი მიწას უპასუხებენ.
- ოსია 14:8
იტყვის ეფრემი: რაღა მესაქმება კერპებთან? მე ვუპასუხებ და ვიზრუნებ მასზე. ამწვანებული კვიპაროსი ვარ, ჩემში იპოვით ნაყოფს.
- ფსალმუნები 19:1
უფალმა გიპასუხოს შენ გაჭირვების დღეს, დაგიფაროს შენ, იაკობის ღმერთის სახელმა.
- ეზეკიელი 14:7
ვინაიდან ყოველი კაცი ისრაელის სახლიდან და ხიზანთაგან, რომელიც ისრაელში ხიზნობს და გამიუცხოვდება, კერპებს დაიდგამს გულში და ცოდვას დაბრკოლებად დაიდებს, მერე კი მივა წინასწარმეტყველთან შესაკითხად, მე, უფალი, ვუპასუხებ მას?!
- ეზეკიელი 14:4
ამიტომ ელაპარაკე მათ და უთხარი, ასე ამბობს-თქო უფალი, ღმერთი: თითოეული კაცი ისრაელის სახლიდან, რომელიც გულში დაიდგამს კერპებს და საკუთარ ცოდვას დაიდებს დაბრკოლებად, მერე კი მივა წინასწარმეტყველთან შესაკითხად, მე, უფალი, მისი კერპების სიმრავლის მიხედვით გავცემ პასუხს!
- ფსალმუნები 35:17
მაგრამ შენ გენდობი უფალო და შენ მიპასუხებ უფალო, ღმერთო ჩემო.
- ფსალმუნები 85:7
ჩემი გაჭირვების დღეს მოგიხმობ, რადგან მიპასუხებ.
- ფსალმუნები 19:6
ახლა მივხვდი, რომ იხსნა უფალმა თავისი ცხებული, თავისი წმიდა ზეციდან უპასუხებს მას, თავისი მხსნელი მარჯვენის ძლიერებით.
- ზაქარია 10:6
გავამაგრებ იუდას სახლს და ვიხსნი იოსების სახლს! მოვაქცევ მათ, რადგან შევიწყნარე ისინი და იქნებიან ისე, თითქოს არც მიმიტოვებია, რადგან მე ვარ უფალი, მათი ღმერთი და შევისმენ მათ ხმას.
- ზაქარია 13:9
ცეცხლში გავატარებ ამ მესამედს და გავწმედ, როგორც ვერცხლი იწმიდება და გამოვცდი, როგორც ოქრო გამოიცდება; მოუხმობენ ჩემს სახელს და მე ვუპასუხებ მათ, ვიტყვი: ეს არის ჩემი ხალხი! იტყვიან: უფალია ჩემი ღმერთი.
- დაბადება 41:16
მიუგო იოსებმა ფარაონს: „მე რა ძალმიძს, ღმერთი უპასუხებს ფარაონს სამშვიდობოდ”.
- ესაია 58:9
მაშინ მოუხმობ და გიპასუხებს უფალი, შეჰღაღადებ და იტყვის: „აქ ვარ!” თუ შენი წიაღიდან უღელს მოიცილებ, თითს აღარ გაიშვერ და ბოროტებას აღარ ილაპარაკებ;
- 3 მეფეთა 18:24
ახსენეთ თქვენი ღმერთის სახელი, მეც ვახსენებ უფლის სახელს. ის ღმერთი, რომელიც ცეცხლით გვიპასუხებს, ნამდვილად ღმერთია!” მიუგო მთელმა ხალხმა: „კეთილი სიტყვაა!
- ესაია 30:19
რადგან, აღარ იტირებ და მოსთქვამ, ხალხო სიონისა, მცხოვრებო იერუსალიმში. შეგიწყალებს შენი ღაღადის ხმაზე; მოსმენისთანავე გიპასუხებს.
- ესაია 65:24
და იქნება, სანამ მომიხმობენ - ვუპასუხებ, ჯერ კიდევ ლაპარაკში იქნებიან, რომ შევისმენ.