ბიბლიის მუხლები თემაზე
ღმერთი დაგიცავს
12 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი
- იერემია 32:37
აჰა, მე შევკრებ მათ ყოველი ქვეყნიდან, რომლებშიც ჩემი რისხვით, გულისწყრომითა და დიდი მრისხანებით გავაძევე ისინი, დავაბრუნებ ამ ადგილზე და უსაფრთხოდ დავასახლებ.
- იერემია 33:16
იმ დღეებში გადარჩება იუდა და უსაფრთხოდ დასახლდება იერუსალიმი. ესაა სახელი, მას რომ უწოდებენ: უფალია ჩვენი სამართლიანობა!
- იგავნი 1:33
ხოლო ვინც მომისმენს, მშვიდად იცხოვრებს და ბოროტების შიშის გარეშე მოისვენებს”.
- ფსალმუნები 11:5
ჩაგრულთა დარბევისა და გაჭირვებულთა კვნესის გამო აღვდგები, ამბობს უფალი, მივცემ შველას, ვისაც სწყურია იგი.
- ფსალმუნები 40:2
უფალი დაიცავს მას, აცოცხლებს და კურთხეული იქნება ქვეყანაზე; არ ჩააგდებს მისი მტრების ხელთ, მათი სურვილისამებრ.
- იგავნი 3:26
რადგან უფალი იქნება შენი საყრდენი და ის დაიფარავს შენს ფეხს მახისგან.
- 2 თესალონიკელთა 3:3
მაგრამ სარწმუნოა უფალი, რომელიც განგამტკიცებთ და დაგიცავთ ბოროტისგან.
- ეზეკიელი 34:27
ველის ხე თავის ნაყოფს მოისხამს და მიწა თავის მოსავალს გამოიღებს. უსაფრთხოდ იქნებიან თავიანთ მიწაზე და მიხვდებიან, რომ მე ვარ უფალი, როცა დავგლეჯ მათი უღლის საკვრელთ და გამოვიხსნი მათი დამმონებლების ხელიდან.
- ეზეკიელი 34:28
მეტად აღარ იქნებიან ნადავლად ხალხებისთვის და საკბილოდ მიწის მხეცებისთვის, უსაფრთხოდ იცხოვრებენ და აღარავინ იქნება მათი შემშინებელი.
- გამოსვლა 23:20
აჰა, ანგელოზს წაგიმძღვარებ, რათა დაგიფაროს გზაში და მიგიყვანოს იმ ადგილამდე, რომელიც მოვამზადე შენთვის.
- ფსალმუნები 90:11
რადგან თავის ანგელოზებს უბრძანებს დაგიცვან ყველა შენს გზაზე.
- ლუკას 4:10
რადგან დაწერილია: თავის ანგელოზებს უბრძანებს, რომ დაგიცვან,