მთავარითემები „ღ“ღმერთი ჩვენსკენაა

ღმერთი ჩვენსკენაა

10 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. ფსალმუნები 55:9
    უკუიქცევიან ჩემი მტრები, რა დღესაც მოგიხმობ. ამით გავიგებ, რომ ღმერთი ჩემთანაა.
  2. ფსალმუნები 117:6
    უფალი ჩემთანაა – არ მეშინია, რას მიზამს კაცი?
  3. ფსალმუნები 117:7
    უფალი ჩემთანაა, ჩემს შემწეთა შორის, ამიტომ ვიზეიმებ ჩემს მტრებზე.
  4. ეზეკიელი 36:9
    რადგან, აჰა, მე ვზრუნავ თქვენზე და მოწყალებით გიყურებთ, რომ მოიხვნათ და დაითესოთ.
  5. დაბადება 31:42
    მამაჩემის ღმერთი, აბრაჰამის ღმერთი და ისაკის შიში რომ არ ყოფილიყო ჩემთან, ახლა ხელცარიელს გამისტუმრებდი. მოხედა ღმერთმა ჩემს ტანჯვასა და ჯაფას და გამხილა წუხელ!
  6. ფსალმუნები 124:1-2
    უფალი რომ არ ყოფილიყო ჩვენთან, – თქვას ახლა ისრაელმა, – უფალი რომ არ ყოფილიყო ჩვენთან, როცა აღდგნენ ჩვენს წინააღმდეგ კაცები,
  7. რომაელთა 8:31-32
    ამაზე რაღა ვთქვათ? თუ ღმერთი ჩვენკენ არის, ვინ გამოვა ჩვენს წინააღმდეგ? ის, ვინც თავისი საკუთარი ძე არ დაინდო, არამედ გასწირა ჩვენთვის, განა მასთან ერთად ყოველივეს არ გვაჩუქებს?
  8. 4 მეფეთა 6:16-17
    მიუგო ელისემ: „ნუ გეშინია, რადგან ჩვენს მხარეს უფრო ბევრნი არიან, ვიდრე მათთან”. ასე ილოცა ელისემ: „უფალო, გთხოვ აუხილე თვალი, რომ დაინახოს”. აუხილა უფალმა ჭაბუკს თვალი და ხედავს: აჰა, მოფენილია მთა ელისეს ირგვლივ ცხენებითა და ცეცხლოვანი ეტლებით.
  9. 1 იოანეს 4:4
    შვილებო, თქვენ ღვთისგან ხართ და სძლიეთ მათ, ვინაიდან ის, ვინც თქვენშია, მეტია იმაზე, ვინც ქვეყნიერებაზეა.
  10. რიცხვნი 14:9
    ოღონდ ნუ ამბოხდებით უფლის წინააღმდეგ და იმ ქვეყნის ხალხისა ნუ გეშინიათ, რადგან ჩვენი ნადავლია იგი. ვინაიდან განერიდა მათ მფარველი, ჩვენს შორის კი თავად უფალია, ნუ გეშინიათ”.

← ყველა თემა „ღ“-ზე