მთავარითემები „ღ“ღმერთი არასოდეს გიღალატებს

ღმერთი არასოდეს გიღალატებს

6 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. ფსალმუნები 88:33
    მაგრამ ჩემს წყალობას არ მოვუშლი მას და არ გავაცრუებ ჩემს ჭეშმარიტებას.
  2. ფსალმუნები 117:8
    უკეთესია დაყრდნობა უფალზე, ვიდრე დაიმედება ადამიანზე.
  3. ფსალმუნები 124:1
    რომელნიც უფალზე არიან დანდობილი, სიონის მთასავით არიან, რომელიც არ ირყევა, არამედ, იდგება უკუნისამდე.
  4. იგავნი 29:25
    ადამიანთა მოშიშარს მახე დაეგება, ხოლო უფალს მინდობილი დაცული იქნება.
  5. ესაია 26:3-4
    სულს, რომელიც შენ გენდობა, იფარავ მშვიდობაში, რადგან შენზეა მონდობილი. მიენდეთ უფალს უკუნითი უკუნისამდე, რადგან უფალ ღმერთშია საუკუნო კლდე.
  6. 2 ტიმოთეს 1:12
    ამ მიზეზით ვიტანჯები ასე, მაგრამ არა მრცხვენია, ვინაიდან ვიცი, ვისაც ვერწმუნე, და მწამს, რომ მას ძალუძს შეინახოს ჩემი საწინდარი იმ დღისათვის.

← ყველა თემა „ღ“-ზე