მთავარითემები „ღ“ღმერთი არ პასუხობს

ღმერთი არ პასუხობს

13 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. 1 მეფეთა 8:18
    შეჰღაღადებთ იმ დღეს მეფის გამო, რომელსაც ამოირჩევთ, მაგრამ არ გიპასუხებთ უფალი!
  2. ფსალმუნები 21:2
    ღმერთო ჩემო! მოგიხმობ დღისით – არ მპასუხობ, ღამით – და არა მაქვს მოსვენება.
  3. იობი 5:1
    მოუხმე ახლა, თუ გყავს მოპასუხე და წმიდანთაგან ვის მიმართავ?
  4. იობი 35:12
    ღაღადებენ იქ ისინი, მაგრამ არ პასუხობს იგი, ბოროტეულთა ამპარტავნობის გამო.
  5. 2 მეფეთა 22:42
    ეძიებენ და არავინ ჰყავთ მშველელი; უფალსაც კი უხმობენ და არ პასუხობს უფალი.
  6. 1 მეფეთა 14:37
    რჩევა ითხოვა საულმა უფლისგან: „ჩავიდე ფილისტიმელებთან? ჩაუგდებ მათ ისრაელს ხელში?“ არ უპასუხა იმ დღეს უფალმა.
  7. 1 მეფეთა 28:6
    უთხრა საულმა თავის მსახურებს: „მომიძებნეთ სულთა გამომძახებელი ქალი, მივალ და ვამკითხვინებ.“ უთხრეს მსახურებმა: „აჰა, ყენდორშია სულთა გამომძახებელი ქალი.
  8. 1 მეფეთა 28:15
    უთხრა სამუელმა:„რას ითხოვ ჩემგან, როცა გაგშორდა უფალი და მტრად მოგეკიდა?
  9. მიქა 3:7
    გაწბილდებიან მისნები და შერცხვებიან მკითხავები; ყველანი პირზე აიფარებენ ხელს, რადგან პასუხი არ იქნება ღმერთისგან.
  10. იობი 30:20
    შემოგღაღადებ და პასუხს არ მცემ; ვდგავარ და არაფრად მაგდებ.
  11. იგავნი 21:13
    ვინც ყურს მოიყრუებს ღარიბის ღაღადზე, თვითონაც მოუხმობს ერთ დღეს და არავინ უპასუხებს.
  12. მიქა 3:4
    მაშინ შეჰღაღადებთ უფალს, ის კი არ გიპასუხებთ; სახეს დაგიმალავთ ღაღადისას, რადგან ბოროტ საქმეებს სჩადიოდით.
  13. იობი 19:7
    აჰა, ვღაღადებ: ძალადობაა! და არავინ მპასუხობს, შველას ვითხოვ და არაა სამართალი.

← ყველა თემა „ღ“-ზე