მთავარითემები „ღ“ღმერთი აკურთხებს

ღმერთი აკურთხებს

15 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. ფსალმუნები 66:6
    მიწა გვაძლევს თავის ნაყოფს; დაე, გვაკურთხოს ღმერთმა, ჩვენმა ღმერთმა.
  2. ფსალმუნები 66:7
    დაე, გვაკურთხოს ღმერთმა და დედამიწის კიდით-კიდემდე ეშინოდეთ მისი.
  3. ფსალმუნები 5:12
    რადგან შენ აკურთხებ მართალს, უფალო, და ისე მოსავ შენი წყალობით, როგორც ჯავშნით.
  4. იგავნი 3:33
    უფლის წყევლაა ბოროტეულის სახლზე, მართალთა სამკვიდრებელს კი აკურთხებს.
  5. იგავნი 10:6
    მართლის თავზე კურთხევაა, ბოროტეულთა პირს კი ძალადობა დაფარავს.
  6. ფსალმუნები 20:3
    კეთილი კურთხევით შეეგებე, თავზე წმიდა ოქროს გვირგვინი დაადგი.
  7. ფსალმუნები 20:6
    რადგან სამუდამო კურთხევა დაუდგინე, შენ წინაშე ყოფნით გაახარე.
  8. რიცხვნი 24:1
    იხილა ბილყამმა, რომ ისრაელის კურთხევა სურდა უფალს და არ შეუდგა წინანდებურად მისნობას, არამედ უდაბნოსკენ იბრუნა პირი.
  9. რომაელთა 15:29
    ხოლო ვიცი, რომ თქვენთან მოსვლისას მოვალ ქრისტეს სრული კურთხევით.
  10. 1 პეტრე 3:9
    ნუ მიაგებთ ბოროტს ბოროტის წილ, ნურც ლანძღვას ლანძღვის წილ; პირიქით, აკურთხეთ, რადგან ამისთვის ხართ მოწოდებულნი, რათა კურთხევა დაიმკვიდროთ.
  11. რიცხვნი 22:12
    უთხრა ღმერთმა ბილყამს: „არ წაჰყვე მათ და არ დაწყევლო ის ხალხი, რადგან კურთხეულია იგი.
  12. ფსალმუნები 106:38
    აკურთხებს მათ, გამრავლდებიან ფრიად და არ შეამცირებს მათ პირუტყვს.
  13. ფსალმუნები 64:10
    მის კვლებს არწყულებ და ბელტებს ასწორებ, ჟუჟუნა წვიმით ალბობ, აკურთხებ მის აღმონაცენს.
  14. ებრაელთა 6:7
    ვინაიდან მიწა, რომელიც იწოვს მასზე მრავალგზის მოსულ წვიმას და იძლევა მწვანილს, სასარგებლოა მათთვის, ვისთვისაც მუშავდება – იგი ღვთისგან ღებულობს კურთხევას.
  15. ესაია 65:23
    ამაოდ არ იშრომებენ და შფოთისთვის არ გააჩენენ, რადგან უფლის მიერ კურთხეული თესლის არიან და მათი შთამომავალიც მათთან ერთად.

← ყველა თემა „ღ“-ზე