მთავარითემები „ღ“ღალატი

ღალატი

21 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. ფსალმუნები 40:9
    ჩემმა განუყრელმა მეგობარმაც კი, ვისი იმედიც მქონდა, ვინც ჩემს პურს ჭამდა, წიხლი ჩამაზილა.
  2. იერემია 12:6
    რადგან შენი ძმებიცა და მამაშენის სახლიც, გღალატობენ. ისინიც კი გისევენ ბრბოს. ნუ ერწმუნები მათ, თუნდაც სასიკეთოდ გელაპარაკებოდნენ.
  3. გოდება იერემიასი 1:2
    ტირის ღამ-ღამობით, ღაწვებზე ცრემლი სდის, არავინა ჰყავს ნუგეშისმცემელი, ყველამ უღალატა, მტრად გადაეკიდნენ მეგობრები.
  4. 2 მეფეთა 3:27
    როცა დაბრუნდა აბნერი ხებრონს, გაიხმო იგი იოაბმა კარიბჭის შიგნით, თითქოს განმარტოებით საუბარი სურდა მასთან, და მუცელში ჩასცა მახვილი. მოკვდა იგი იოაბის ძმის, ყასაელის სისხლის წილ.
  5. 2 მეფეთა 4:6
    აჰა, შევიდნენ შიგ სახლში, ვითომდა ხორბლის საყიდლად, და მეხუთე ნეკნთან ჩასცეს მახვილი. მერე მიიმალნენ რექაბი და მისი ძმა ბაყანა.
  6. ესაია 33:1
    ვაი შენ, ჰოი მძარცველო, თუმცა არ გაძარცულხარ და, მოღალატევ, თუმცა შენთვის არ უღალატიათ! როგორც კი დაამთავრებ ძარცვას, შენ გაგძარცვავენ, როგორც კი შეწყვეტ ღალატს, შენ გიღალატებენ.
  7. იგავნი 25:9-10
    იდავე შენი დავა შენს მეზობელთან, მაგრამ სხვის საიდუმლოს ნუ გაამჟღავნებ, რათა არ შეგიზიზღოს გამგონემ, და შენი ცილისწამება არ მოგიბრუნდეს.
  8. ესაია 24:16-17
    ქვეყნის კიდიდან ვისმინეთ ჩვენ სიმღერა: „დიდება მართალს!” და ვთქვი მე: ვაი მე, ვაი მე, ვაგლახ მე! მოღალატენი ღალატობენ, და ღალატით ღალატობენ მოღალატენი.” შიში, ორმო და მახეა შენთვის, ქვეყნის მკვიდრო!
  9. მათეს 26:24
    კაცის ძე კი მიდის, როგორც დაწერილია მასზე. მაგრამ ვაი იმ კაცს, ვის მიერაც გაიცემა ძე კაცისა, უჯობდა იმ კაცს, არ დაბადებულიყო.
  10. მარკოზის 14:21
    რადგან კაცის ძე მიდის, როგორც დაწერილია მასზე, მაგრამ, ვაი იმ კაცს, ვის მიერაც გაიცემა ძე კაცისა. იმ კაცისათვის უმჯობესი იქნებოდა, არ დაბადებულიყო.
  11. ლუკას 22:22
    რადგან ძე კაცისა მიდის განჩინებისამებრ, მაგრამ ვაი იმ კაცს, ვის მიერაც გაიცემა იგი.
  12. მათეს 26:14-16
    მაშინ ერთი იმ თორმეტთაგანი, იუდა ისკარიოტელად წოდებული, წავიდა მღვდელმთავრებთან და უთხრა: „რას მომცემთ, რომ გადმოგცეთ იგი?” და მიუწონეს მას ოცდაათი ვერცხლი. მას აქეთ ეძებდა მარჯვე შემთხვევას, რომ გაეცა იგი.
  13. მარკოზის 14:18-20
    როცა ისხდნენ და ჭამდნენ, იესომ თქვა: „ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ერთი თქვენგანი, რომელიც ჩემთან ერთად ჭამს, გამცემს მე.” ისინი დანაღვლიანდნენ და ჰკითხეს სათითაოდ: „მე ხომ არა ვარ?” მან უთხრა მათ: „ერთი თორმეტთაგანი, ჩემთან ერთად ჯამში ჩამწობი.
  14. იოანეს 13:11
    რადგან იცოდა, ვინც გასცემდა. ამიტომ თქვა: ყველანი არ ხართო სუფთა.
  15. იოანეს 13:21-27
    ამის თქმის შემდეგ იესო სულით აღელდა, დაამოწმა და თქვა: „ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ერთი თქვენგანი გამცემს მე.” გადახედეს მოწაფეებმა ერთმანეთს გაოგნებულებმა, ვისზე თქვაო. იესოს უბეს მიყრდნობოდა ერთი მოწაფეთაგანი, რომელიც უყვარდა იესოს. სიმონ-პეტრემ ანიშნა მას და უთხრა: ჰკითხე, ვინ არის, ვისზეც თქვაო. გადაიხარა იგი იესოს მკერდისკენ და ეუბნება: „უფალო, ვინაა იგი?” მიუგებს იესო: „ეს ისაა, ვისაც ამოვუწებ ლუკმას და მივცემ.” ამოაწო ლუკმა, აიღო და მისცა იუდას, სიმონ ისკარიოტელის ძეს. ამ ლუკმის შემდეგ სატანა შევიდა მასში. ეუბნება მას იესო: „რაც გასაკეთებელი გაქვს, მალე გააკეთე.
  16. მათეს 26:47-49
    ჯერ სიტყვა არ დაემთავრებინა, რომ აჰა, მოვიდა იუდა, ერთი თორმეტთაგანი, და მასთან ერთად დიდძალი ხალხი მახვილებით და კეტებით – მღვდელმთავართაგან და ხალხის უხუცესთაგან. ხოლო მისმა გამცემმა მისცა მათ ნიშანი და უთხრა: „ვისაც მე ვეამბორები, ის არის და შეიპყარით!” მყისვე მივიდა იესოსთან და უთხრა: „გიხაროდეს, რაბი!” და ეამბორა.
  17. მათეს 10:21
    ძმა ძმას გადასცემს სასიკვდილოდ და მამა – შვილს. აღდგებიან შვილები მშობლების წინააღმდეგ და დახოცავენ მათ.
  18. მათეს 24:10
    მაშინ ცდუნდებიან ბევრნი, ერთმანეთს გასცემენ და შეიძულებენ ერთმანეთს.
  19. ფსალმუნები 117:8
    უკეთესია დაყრდნობა უფალზე, ვიდრე დაიმედება ადამიანზე.
  20. ფსალმუნები 124:1
    რომელნიც უფალზე არიან დანდობილი, სიონის მთასავით არიან, რომელიც არ ირყევა, არამედ, იდგება უკუნისამდე.
  21. იგავნი 29:25
    ადამიანთა მოშიშარს მახე დაეგება, ხოლო უფალს მინდობილი დაცული იქნება.

← ყველა თემა „ღ“-ზე