ბიბლიის მუხლები თემაზე
ერების ისტორია
14 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი
- ეზეკიელი 5:5
ასე ამბობს უფალი ღმერთი: ეს იერუსალიმია! ხალხების შუაგულში დავსვი იგი, მის გარშემო ქვეყნებია.
- მათეს 24:7
რადგან ერი ერის წინააღმდეგ აღდგება და სამეფო სამეფოს წინააღმდეგ; იქნება შიმშილი და მიწისძვრანი ადგილ-ადგილ.
- საქმეები 17:26
ერთიდან შექმნა ადამიანთა ყოველი ხალხი, რათა დედამიწის ზურგზე დასახლებულიყვნენ; წინასწარ დააწესა მათ დასასახლებლად დრონი და საზღვრები,
- იესო ნავეს ძე 24:2
უთხრა იეშუამ მთელ ხალხს, ასე ამბობსო უფალი, ისრაელის ღმერთი: დასაბამიდან მდინარის გაღმა მკვიდრობდნენ თქვენი მამები - თერახი, აბრაჰამისა და ნახორის მამა და ემსახურებოდნენ უცხო ღმერთებს.
- 1 მეფეთა 9:9
ძველად ისრაელში, როცა კაცი ღმერთთან კითხვით მიდიოდა, ასე ამბობდა: "მოდი, წავიდეთ მხილველთან”, რადგან ახლანდელ წინასწარმეტყველს მაშინ მხილველს უწოდებდნენ.
- 1 მეფეთა 27:8
მუსრავდა დავითი იმ ქვეყანას, არც კაცს უშვებდა ცოცხალს და არც ქალს. გამოირეკავდა ცხვარს, ნახირს, სახედრებს, აქლემებს, წამოაყოლებდა სამოსელს და ბრუნდებოდა აქიშთან.
- ესაია 23:7
ესაა თქვენი მოზეიმე ქალაქი? რომელსაც ძველთაგანვე, დაბადებიდანვე დაატარებდნენ ფეხები შორეულ ქვეყნებში სამკვიდრებლად?
- გოდება იერემიასი 5:21
შენკენ მოგვაბრუნე, უფალო, და მოვბრუნდებით! განგვიახლე დღეები, როგორც უწინ,
- იობის 8:8
აბა, ჰკითხე გარდასულ თაობას და ყურად იღე მამების სიბრძნე;
- გოდება იერემიასი 1:7
ტანჯვისა და უსახლკარობის დღეებში გაიხსენა იერუსალიმმა ყველაფერი ძვირფასი, ადრეულ დღეებში რომ ჰქონდა. როცა ეცემოდა მისი ხალხი მტრის ხელით და არ ჰყავდა მშველელი. მისი მტრები უყურებდნენ და დასცინოდნენ მის ნგრევას.
- იერემია 30:20
უწინდელივით იქნებიან მათი ძენი და დაფუძნდება მისი კრებული ჩემ წინაშე; მე დავსჯი ყველა მის შემჭირვებელს.
- მიქა 7:14
დამწყემსე შენი ხალხი შენი კვერთხით, შენი სამკვიდრო ფარა, მარტოდმარტო რომ ცხოვრობს ტყეში, ქარმელის შუაგულში! იბალახოს ბაშანში და გილყადში, როგორც უწინდელ დღეებში.
- ანგია 2:9
პირვანდელზე უფრო დიდი იქნება ამ ტაძრის დიდება - ამბობს ცაბაოთ უფალი - და მშვიდობას დავამკვიდრებ ამ ადგილზე - ამბობს ცაბაოთ უფალი.
- ზაქარია 8:11
ახლა კი ამ დარჩენილი ხალხისთვის ისეთი არ ვარ, როგორც უწინდელ დღეებში - ამბობს ცაბაოთ უფალი.