მთავარითემები „დ“დღისა და ღამის დადგენილება

დღისა და ღამის დადგენილება

9 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. დაბადება 1:14
    თქვა ღმერთმა: „იყვნენ მნათობნი ცის მყარზე დღისა და ღამის გასაყრელად და იყვნენ ისინი ნიშნებად, წელიწადის დროთა, დღეთა და წელთა აღსანიშნად.
  2. დაბადება 8:22
    სანამ იქნება დედამიწა, არ გაუქმდება მასზე თესვა და მკა, სიცივე და სიცხე, ზაფხული და ზამთარი, დღე და ღამე”.
  3. იერემია 33:20
    ასე ამბობს უფალი: „თუ დაარღვევთ ჩემს აღთქმას დღისას და ჩემს აღთქმას ღამისას, რომ თავის დროზე აღარ თენდებოდეს და აღარ ღამდებოდეს,
  4. იერემია 33:25
    ასე ამბობს უფალი: თუ მე არ დავუდე აღთქმა დღესა და ღამეს და დავადგინე ცისა და ქვეყნის წესი,
  5. ფსალმუნები 73:16
    შენია დღე, ღამეც შენია; შენ დაადგინე მთვარე და მზე.
  6. ფსალმუნები 18:2
    დღე დღეს გადასცემს სიტყვას, ღამე კი ღამეს უმხელს ცოდნას.
  7. იობი 17:12
    ღამეს დღედ აქცევენ, ამბობენ: ახლოა ნათელი ბნელთან!
  8. ამოსი 5:8
    მან შექმნა თანავარსკვლავედი და ორიონი, წყვდიადს დილად აქცევს და დღეს ღამესავით აბნელებს; ზღვის წყალს უხმობს და მიწის ზედაპირზე მოაქცევს, უფალია მისი სახელი.
  9. მარკოზის 4:27
    ღამით სძინავს, დღისით დგება, მაგრამ არ იცის, როგორ აღმოცენდება და იზრდება თესლი.

← ყველა თემა „დ“-ზე