ბიბლიის მუხლები თემაზე
დედამიწის საფუძველი
11 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი
- ესაია 48:13
ჩემმა ხელმა დააფუძნა დედამიწა, და ჩემმა მარჯვენამ გადაჭიმა ზეცა; მე მოვუხმობ მათ და ერთად დადგებიან.
- იგავნი 8:29
როცა ზღვებს წესს უდგენდა, რათა წყლებს არ გადაელახათ ნაპირები, როცა დედამიწას საფუძველს უყრიდა,
- იობი 38:4-6
სად იყავი, დედამიწას რომ ვაფუძნებდი? მითხარი, თუ გაქვს გაგება, ვინ დაადგინა მისი ზომები, თუ იცი? ან ვინ გადაჭიმა მასზე ლარი? რაზე დგას მისი საძირკველი? ან ვინ დადო მისი ქვაკუთხედი,
- ფსალმუნები 103:5
დააფუძნა დედამიწა თავის საძირკვლებზე, არ შეირყევა უკუნისამდე.
- 2 მეფეთა 22:16
გამოჩნდა ზღვის ფსკერი, გაშიშვლდნენ სამყაროს საფუძველნი უფლის მუქარისგან, მისი რისხვის ქარისაგან.
- ესაიას 24:18
შიშის ხმაზე გაქცეული ხაროში ჩავარდება, და ხაროდან ამოსული მახეში გაებმება; რადგან გახსნილია ცის სარკმელნი და ქვეყნის საფუძვლები ირყევიან.
- იერემია 31:37
ასე ამბობს უფალი: თუ გაიზომება მაღლა ცა და დაბლა გამოიკვლევა დედამიწის საფუძვლები, მაშინ მეც შევიძულებ ისრაელიანთა მთელს მოდგმას ყოველივე იმის გამო, რაც მათ გააკეთეს, – ამბობს უფალი.
- მეორე რჯული 32:22
რადგან ცეცხლი გაჩაღდა ჩემი მრისხანებით და გიზგიზებს ჯოჯოხეთის ქვესკნელამდე, ნთქავს დედამიწას და მის ნაყოფს, და ბუგავს მთათა საფუძვლებს.
- ფსალმუნები 17:7
გაჭირვებაში ვუხმობდი უფალს და მოვუწოდებდი ჩემს ღმერთს. ისმინა ჩემი ხმა თავისი ტაძრიდან და მის ყურს მისწვდა ჩემი ღაღადი.
- მიქა 6:2
ისმინეთ, ბორცვებო, უფლის დავა, და თქვენც, დედამიწის მყარო საფუძვლებო, რადგან დავა აქვს უფალს თავის ერთან და უჩივის ისრაელს.
- ზაქარია 12:1
განაჩენი. სიტყვა უფლისა ისრაელზე. ასე ამბობს უფალი, რომელმაც გადაფინა ცა, დაამყარა მიწა და რომელმაც ჩაუდგა სული ადამიანებს მათ წიაღში: