მთავარითემები „დ“დასაწყისი და დასასრული

დასაწყისი და დასასრული

13 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. ესაია 46:10
    დასაბამითვე ვაცხადებ მომავალს და ძველიდანვე, რაც ჯერ არ მომხდარა. ვამბობ: აღსრულდება ჩემი განზრახული და ყოველ სურვილს ავასრულებ.
  2. გამოცხადება 22:13
    მე ვარ ანი და ჰაე, პირველი და უკანასკნელი, დასაბამი და დასასრული.
  3. გამოცხადება 1:8
    მე ვარ ანი და ჰოე, – ამბობს უფალი ღმერთი, – ის ვინც არის, ვინც იყო და ვინც მოდის, ყოვლისმპყრობელი.
  4. 1 მეფეთა 3:12
    იმ დღეს თავიდან ბოლომდე აღვასრულებ ყელიზე ყველაფერს, რაც მის სახლზე წარმოვთქვი. დავიწყებ და დავასრულებ.
  5. იობი 8:7
    და თუ შენი დასაწყისი მცირე იყო, შენი დასასრული დიდად გაიზრდება.
  6. გამოცხადება 21:6
    მითხრა: „აღსრულდა! მე ვარ ანი და ჰაე, დასაბამი და დასასრული. მე მივცემ მწყურვალს სიცოცხლის წყლის წყაროდან უსასყიდლოდ
  7. გამოცხადება 1:17
    როცა ვიხილე იგი, მკვდარივით დავეცი მის ფერხთით. მან თავისი მარჯვენა დამადო და მითხრა: “ნუ გეშინია, მე ვარ პირველი და უკანასაკნელი,
  8. გამოცხადება 2:8
    სმირნის ეკლესიის ანგელოზს მისწერე: ასე ამბობს პირველი და უკანასკნელი, რომელიც მკვდარი იყო და გაცოცხლდა:
  9. ესაია 44:6
    ასე ამბობს უფალი, ისრაელის მეფე და მისი გამომხსნელი, უფალი ცაბაოთი: ‘მე ვარ პირველი და მე ვარ უკანასკნელი და ჩემს გარდა არ არის ღმერთი.’
  10. ესაია 48:12
    მისმინე მე, იაკობ და ისრაელ, ჩემს მიერ წოდებულო, მე იგივე ვარ, მე ვარ პირველი და მე ვარ უკანასკნელიც!
  11. ესაია 41:4
    ვინ მოიმოქმედა და აღასრულა ეს? მან, ვინც თავიდან მოუწოდებს თაობებს. ‘მე, უფალი, ვარ პირველი და უკანასკნელებთან იგივე ვარ.’
  12. ეკლესიასტე 7:8
    სჯობს საქმის ბოლო მის დასაწყისს, სჯობს სულგრძელობა – ქედმაღლობას.
  13. ებრაელთა 7:3
    უმამო, უდედო, უგვარმტომო, არც დღეთა დასაბამი აქვს, არც სიცოცხლის დასასრული, ღვთის ძის მსგავსად, რჩება მღვდლად სამუდამოდ.

← ყველა თემა „დ“-ზე