ბიბლიის მუხლები თემაზე
დადგენილებები
30 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი
- გამოსვლა 12:14
დაე, იყოს ეს დღე თქვენთვის სამახსოვროდ და იდღესასწაულეთ იგი, როგორც დღესასწაული უფლისა თქვენს თაობებში; სამარადისო წესად გქონდეთ ეს დღესასწაული.
- გამოსვლა 12:17
დაიცავით უფუარობის დღესასწაული; რადგან ამ დღეს გამოვიყვანე თქვენი ლაშქარი ეგვიპტის ქვეყნიდან; დაიცავით ეს დღე თქვენს თაობებში მარადიულ წესად.
- გამოსვლა 13:10
დაიცავი ეს წესი თავის დროზე, წლიდან წლამდე.
- რიცხვნი 9:12
არ დატოვონ მისგან არაფერი განთიადამდე და ძვლები მისი არ დაამტვრიონ: დადგენილებისამებრ აღასრულონ პასექი.
- ლევიანნი 16:34
იყოს ეს თქვენთვის სამუდამო წესად ისრაელის ძეთა ყველა ცოდვის გამოსასყიდად წელიწადში ერთხელ, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს.
- ლევიანნი 16:29
და იყოს ეს თქვენთვის სამუდამო წესად: მეშვიდე თვეს, თვის მეათე დღეს, მარხვით დაიმდაბლეთ თავები და არ გააკეთოთ არავითარი საქმე, არც მკვიდრმა და არც თქვენ შორის მცხოვრებმა ხიზანმა.
- ლევიანნი 23:31
არავითარი საქმე არ გააკეთოთ; მარადიული წესია ეს თქვენს თაობებში, ყოველი თქვენგანის სადგომში.
- რიცხვნი 19:2
ესაა რჯულის დადგენილება, რომელიც ბრძანა უფალმა: უთხარი ისრაელიანებს, რომ მოგიყვანონ წითელი, უნაკლო დეკეული, რომელსაც ნაკლი არა აქვს და უღლის ქვეშ არ მდგარა.
- 2 ნეშტთა 2:4
აჰა, სახლს ვაშენებ უფლის, ჩემი ღმერთის სახელზე, მისთვის მისაძღვნელად, კეთილსურნელებათა საკმევად მის წინაშე და სრულადდასაწველთა მუდმივად აღსავლენად დილა-საღამოს, შაბათობით, ახალმთვარობასა და ჩვენი უფალი ღმერთის დღესასწაულებზე. უკუნისამდე ასეა ისრაელისთვის დადგენილი.
- ფსალმუნები 80:4
რადგან ეს არის ისრაელის წესი, იაკობის ღმერთის დადგენილება.
- ეზეკიელი 46:14
ძღვენს მიართმევ დილაობით - მეექვსედ ეფასა და მესამედ ჰინ ზეთს, გამტკიცული ფქვილის შესაზელად: ესაა უფლის ძღვნის სამუდამო და მუდმივი დადგენილება.
- გამოსვლა 29:9
შემოარტყი სარტყელი აჰარონსა და მის ძეებს, დაახურე თავსაბურავები და იქნება მათი მღვდლობა სამუდამოდ; ასე მიუძღვენი აჰარონი და მისი ძეები.
- გამოსვლა 28:43
იქონიონ ისინი აჰარონმა და მისმა ძეებმა საკრებულო კარავში შესვლისას ან სამსხვერპლოსთან მიახლებისას წმიდაში მსახურებისთვის, რომ არ დაედოთ ცოდვა და არ დაიხოცონ. საუკუნო წესია ეს მისთვის და მისი შთამომავლობისთვის მას შემდეგ”.
- გამოსვლა 30:21
განიბანონ ხელები და ფეხები, რათა არ დაიხოცონ. საუკუნო წესად ჰქონდეთ მას და მის შთამომავლობას თაობიდან თაობამდე”.
- ლევიანნი 10:9
ღვინოსა და მაგარ სასმელებს ნუ დალევთ შენ და შენი ძენი საკრებულო კარავში შესვლისას, რათა არ დაიხოცოთ; საუკუნო წესად გექნებათ ეს თაობიდან თაობებში;
- რიცხვნი 10:8
აჰარონის ძეებმა, მღვდლებმა, უნდა ჩაჰბერონ ბუკებს; და იქნება ეს მარადიულ წესად თქვენთვის თაობიდან თაობამდე.
- 4 მეფეთა 17:37
მუდამდღე იცავდეთ წესებს, რჯულსა და მცნებას, რაც უფალმა დაგიწესათ და უცხო ღმერთებისა ნუ გეშინიათ.
- 4 მეფეთა 17:34
დღემდე ძველი ჩვეულების თანახმად იქცევიან. უფლის არ ეშინიათ და არ ასრულებენ იმ წესებს, დადგენილებებს, რჯულსა და მცნებებს, უფალმა რომ ამცნო იაკობის ძეებს, რომელსაც ისრაელი უწოდა.
- რიცხვნი 15:15
ერთი წესი იყოს უფლის კრებულისთვის და ხიზნისთვის, რომელიც თქვენში ცხოვრობს, სამარადისოდ თქვენი თაობებისთვის: როგორც თქვენ ხართ, ისევე იყოს ხიზანიც უფლის წინაშე.
- ფსალმუნები 18:9
შიში უფლისა წმიდაა, მარადიული. უფლის განსჯანი ჭეშმარიტია, ყველა სამართლიანია.
- ლუკას 22:17-20
აიღო სასმისი, მადლი შესწირა და უთხრა მათ: „აიღეთ და გაინაწილეთ ერთმანეთს შორის. რადგან, გეუბნებით თქვენ: ამიერიდან აღარ შევსვამ ვაზის ნაყოფისგან, ვიდრე არ მოვა ღმერთის სამეფო”. აიღო პური, მადლი შესწირა, გატეხა, მისცა მათ და უთხრა: „ეს ჩემი სხეულია, რომელიც თქვენთვის მიეცემა. ეს გააკეთეთ ჩემს მოსაგონრად”. ასევე აიღო სასმისი სერობის შემდეგ და თქვა:„ეს სასმისი ახალი აღთქმაა ჩემს სისხლში, თქვენთვის რომ დაიღვრება.
- საქმეები 2:38
ხოლო პეტრემ უთხრა მათ: „მოინანიეთ და ყოველი თქვენგანი მოინათლოს იესო ქრისტეს სახელით ცოდვების მისატევებლად, და მიიღებთ სულიწმიდის ნიჭს.
- საქმეები 16:15
ის და მისი სახლეული რომ მოინათლნენ, გვთხოვა: „თუ უფლის მორწმუნედ მთვლით, მოდით, ჩემს სახლში და დარჩით”. და დაგვიყოლია.
- საქმეები 18:8
ხოლო კრისპოსმა, სინაგოგის მთავარმა მთელ თავის სახლთან ერთად ირწმუნა უფალი; ასევე მრავალმა კორინთოელმა, სიტყვა მოისმინა, ირწმუნა და მოინათლა.
- რიცხვნი 19:14
ასეთია რჯული: თუ კარავში მოკვდება კაცი, მაშინ ყოველი კარავში მყოფი და იქ შემსვლელი უწმიდურია შვიდი დღე.
- ეზეკიელი 44:24
დავისას ისინი დადგებიან მოსამართლეებად, ჩემი სამართლით განიკითხავენ; ჩემს რჯულსა და დადგენილებებს დაიცავენ ყველა ჩემს დღესასწაულზე და წმიდად ჰყოფენ ჩემს შაბათებს.
- 1 კორინთელთა 11:24-25
მადლი შესწირა, გატეხა და თქვა: „მიიღეთ, ჭამეთ, ეს არის ჩემი სხეული, თქვენთვის დამტვრეული; ამას აკეთებდეთ ჩემს მოსაგონრად”. სერობის შემდეგ სასმისი აიღო და თქვა: „ეს სასმისი ახალი აღთქმაა ჩემს სისხლში. ამას აკეთებდეთ ჩემს მოსაგონრად, ყოველთვის, როცა დალევთ”.
- საქმეები 22:16
ახლა რაღად აყოვნებ? ადექი, მოინათლე, ჩამოირეცხე შენი ცოდვები და უფლის სახელს მოუხმე.
- 2 ნეშტთა 8:14
მამამისის, დავითის წესისამებრ დაადგინა მღვდელთა დასები თავიანთ მსახურებაში და ლევიანები თავ-თავის მოვალეობაზე, რათა ქება აღევლინათ და ემსახურათ მღვდლებთან ერთად ყოველდღიური მოვალეობის შესასრულებლად. ასევე კარიბჭის მცველნი, თავ-თავისი დასებით თითოეულ კართან, რადგან ასე ჰქონდა ნაბრძანები დავითს, ღვთის კაცს.
- ლევიანნი 3:17
სამარადისო წესია ეს თქვენს თაობებში, ყველგან, სადაც კი იცხოვრებთ; არავითარი ქონი და სისხლი არ ჭამოთ”.