მთავარი ›ბიბლია ›ლევიანნი

ძველი აღთქმა · ლევიანნი

ლევიანნი 3

3

1 თუ სამშვიდობო შესაწირია მსხვერპლი და თუ მსხვილფეხას სწირავს, ხარს ან ფურს, უმანკო შესწიროს უფლის წინაშე.

2 თავზე დაადოს ხელი თავის შესაწირს და დაკლას საკრებულო კარვის შესასვლელთან; და აჰარონის ძეებმა, მღვდლებმა, მოაპკურონ სისხლი სამსხვერპლოს ირგვლივ.

3 შესწიროს უფალს სამშვიდობო შესაწირის მსხვერპლისგან საცეცხლო შესაწირად: ქონი, რომელიც შიგნეულს ფარავს და მთელი ქონი, რაც შიგნეულობაზეა.

4 ორივე თირკმელი და ქონი, რომელიც მათ აკრავს, რომელიც ფერდებზეა; მოაცილოს ქონის ფენა ღვიძლს და თირკმელებს.

5 დააკმიონ იგი აჰარონის ძეებმა სამსხვერპლოზე სრულადდასაწველთან ერთად, რომელიც ცეცხლზე, შეშის ზემოთ დევს; ეს არის საცეცხლო მსხვერპლი, კეთილსურნელებად უფლისთვის.

6 თუ ფარიდან იქნება მისი მსხვერპლი, სამშვიდობო შესაწირად უფლისთვის, უმანკო მამალი ან დედალი შესწიროს.

7 თუ კრავს სწირავს, შესწიროს იგი უფლის წინაშე.

8 თავზე დაადოს ხელი თავის შესაწირს და დაკლას საკრებულო კარვის შესასვლელთან. მოაპკურონ აჰარონის ძეებმა, მღვდლებმა, სისხლი სამსხვერპლოს ირგვლივ.

9 სამშვიდობო შესაწირის მსხვერპლისგან შესწიროს საცეცხლო შესაწირად უფალს: მისი ქონი, მთელი დუმა, თეძოსთავამდე მოაცილოს იგი; ქონი, რომელიც ფარავს შიგნეულს და მთელი ქონი, რომელიც შიგნეულობაზეა.

10 ორივე თირკმელი და ქონი, რომელიც მათ აკრავს, რომელიც ფერდებზეა; მოაცილოს ქონის ფენა ღვიძლს და თირკმელებს.

11 და დააკმიოს იგი მღვდელმა სამსხვერპლოზე: ეს არის საცეცხლო საზრდო, შესაწირი უფლისთვის.

12 თუ თხაა მისი შესაწირი, შესწიროს იგი უფლის წინაშე;

13 თავზე დაადოს ხელი თავის შესაწირს და დაკლას საკრებულო კარვის შესასვლელთან; და მოაპკურონ აჰარონის ძეებმა, მღვდლებმა, სისხლი სამსხვერპლოს ირგვლივ.

14 შესწიროს საცეცხლო შესაწირად უფალს სამშვიდობო შესაწირის მსხვერპლისგან: ქონი, რომელიც შიგნეულს ფარავს და მთელი ქონი, რომელიც შიგნეულობაზეა.

15 ორივე თირკმელი და ქონი, რომელიც მათ აკრავს, რომელიც ფერდებზეა; მოაცილოს ქონის ფენა ღვიძლს და თირკმელებს.

16 დააკმიოს ეს მღვდელმა სამსხვერპლოზე: ეს არის საცეცხლო საზრდო, კეთილსურნელება. მთელი ქონი უფლისაა.

17 სამარადისო წესია ეს თქვენს თაობებში, ყველგან, სადაც კი იცხოვრებთ; არავითარი ქონი და სისხლი არ ჭამოთ”.

ლევიანნი — თავები

  1. 1
  2. 2
  3. 3
  4. 4
  5. 5
  6. 6
  7. 7
  8. 8
  9. 9
  10. 10
  11. 11
  12. 12
  13. 13
  14. 14
  15. 15
  16. 16
  17. 17
  18. 18
  19. 19
  20. 20
  21. 21
  22. 22
  23. 23
  24. 24
  25. 25
  26. 26
  27. 27