1 და უთხრა უფალმა მოსეს:
2 „უთხარი ისრაელის ძეთ: ‘თუ განაყოფიერდეს ქალი და შობოს მამრი, მაშინ ის უწმიდურია შვიდი დღე; როგორც მისი წიდოვანების დღეებში, უწმიდური იქნება იგი.
3 და მერვე დღეს წინადაცვითონ [ყრმას] ჩუჩის ხორცი.
4 და ოცდაცამეტი დღე იჯდეს [ქალი] თავისი განწმედის სისხლში; არაფერს წმიდას არ შეეხოს და საწმიდარში არ შევიდეს, ვიდრე არ შესრულდება მისი განწმედის დღეები.
5 და თუ შობს მდედრს, მაშინ იგი უწმიდურია ორ კვირას, როგორც მისი წიდოვანების დღეებში, და სამოცდაექვსი დღე იჯდეს თავისი განწმედის სისხლში.
6 „‘და როცა შესრულდება მისი განწმედის დღეები ძისა ან ასულისათვის, მოიყვანოს კრავი ერთწლიანი სრულადდასაწველად და მართვე მტრედისა, ან გვრიტი ცოდვის შესაწირავად საკრებულო კარვის შესასვლელთან, მღვდელთან;
7 და შესწიროს იგი უფლის წინაშე, და შეუნდობს მას, და განიწმიდება თავისი სისხლდენიდან. ესაა რჯული მამრისა და მდედრის შობისა.
8 და თუ ვერ მიუწვდა ხელი კრავზე, მაშინ აიღოს ორი გვრიტი ან ორი მართვე მტრედისა: ერთი სრულადდასაწველად, ხოლო მეორე ცოდვის მსხვერპლად, და შეუნდობს მას მღვდელი, და გასუფთავდება იგი.’”