მთავარითემები „ც“ცრუ იმედები

ცრუ იმედები

14 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. იგავნი 11:7
    უკეთურ ადამიანთა სიკვდითან ერთად ისპობა მათი იმედები და უღმრთოთა სასოება ქარწყლდება.
  2. იგავნი 11:23
    მართალთა წადილი მხოლოდ სიკეთეა, ბოროტეულთა მოლოდინი კი რისხვა.
  3. ეფესელთა 5:6
    არავინ გაცდუნოთ ცარიელი სიტყვებით, ვინაიდან ამისთვის ღვთის რისხვა ეწევა ურჩ შვილებს.
  4. იგავნი 10:28
    მართალთა სასოება სიხარულია, ბოროტეულთა იმედი კი მოისპობა.
  5. იგავნი 26:12
    გინახავს ადამიანი, თავი ბრძენკაცად რომ მიაჩნია? მასზე მეტი იმედი აქვს ბრიყვს.
  6. იგავნი 29:20
    გინახავს სიტყვაში მოჩქარე კაცი? ბრიყვს მასზე მეტი იმედი აქვს.
  7. 1 ტიმოთეს 6:17
    მდიდრებს ამ წუთისოფელში ამცნე, რომ არ გადიდგულდნენ, ნურც მაცდურ სიმდიდრეზე დაიმედდებიან, არამედ – ცოცხალ ღმერთზე, რომელიც ყველაფერს უხვად იძლევა გასახარად,
  8. იობი 8:13
    ასევეა ყველას ბილიკი, ვინც ივიწყებს ღმერთს და გაქრება უღვთოთა იმედი,
  9. იობი 11:20
    ურჯულოთა თვალისჩინი ჩაქრება, თავშესაფარს ვერ ჰპოვებენ და მათი სასოება სულის განტევებაში იქნება”.
  10. იობი 27:8
    რადგან რა არის უღმერთოს იმედი, როცა მოჰკვეთს, როცა სულს ამოართმევს მას ღმერთი?
  11. ფსალმუნები 9:26
    ამბობს თავის გულში: „არ წავიფორხილებ, თაობიდან თაობამდე არ შემხვდება სიავე”.
  12. იობი 30:26
    როცა სიკეთის იმედი მქონდა ბოროტი მოვიდა; ნათელს ველოდი და ბნელი მეწია.
  13. იერემია 8:15
    მშვიდობის მოლოდინი გვქონდა და არ არის სიკეთე, განკურნების ჟამს მოველოდით და, აჰა, საშინელებაა!
  14. ფსალმუნები 32:17
    უიმედოა ცხენი შველისთვის, მთელი მისი ძალა ვერ იხსნის მას.

← ყველა თემა „ც“-ზე