მთავარითემები „ბ“ბუნების მიმართ პასუხისმგებლობა

ბუნების მიმართ პასუხისმგებლობა

7 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. გამოსვლა 19:5
    ამიერიდან თუ მართლაც მოუსმენთ ჩემს ხმას და დაიცავთ ჩემს აღთქმას, გამოგარჩევთ ყველა ხალხისგან ჩემს საკუთრებად, რადგან ჩემია მთელი დედამიწა.
  2. ლევიანნი 25:23
    მიწა სამუდამოდ არ უნდა გაიყიდოს, რადგან ჩემია მიწა; თქვენ კი ხიზნები ხართ ჩემთან.
  3. 1 ნეშტთა 29:14
    ვინა ვარ მე ან ვინ არის ჩემი ხალხი, ამდენის შემოწირვა რომ შევძელით? მაგრამ ყოველივე ეს შენგან არის, შენი ხელით მოცემული დაგიბრუნეთ!
  4. ფსალმუნები 23:1
    უფლისა არის ქვეყნიერება და სავსება მისი, სამყარო და მკვიდრნი მისი.
  5. ფსალმუნები 49:10
    რადგან ჩემია ტყის ყველა ცხოველი, პირუტყვი ათას მთაზე.
  6. ფსალმუნები 59:7
    ჩემია გილყადი და ჩემია მენაშე, ეფრემი ჩაჩქანია ჩემი თავისა, იუდა - რჯულმდებელი ჩემი.
  7. ფსალმუნები 88:11
    შენია ცანი, დედამიწაც შენია, სამყარო და მისი სავსება შენ დააფუძნე.

← ყველა თემა „ბ“-ზე