ბიბლიის მუხლები თემაზე
ბრიყვთა საქმე
10 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი
- ეკლესიასტე 10:15
ბრიყვს დაჰქანცავს თავისი შრომა, რადგან მან არ იცის ქალაქისკენ მიმავალი გზა
- მათეს 7:26
ხოლო ყოველი, ვინც ისმენს ამ ჩემს სიტყვებს და არ აღასრულებს, ჰგავს უგუნურ კაცს, რომელმაც ქვიშაზე აიშენა სახლი.
- ეკლესიასტე 5:1
დაუკვირდი შენს ნაბიჯებს, როდესაც ღვთის სახლისაკენ მიემართები, უმჯობესია მოსასმენად მიეახლო, ვიდრე უგუნურთა მსხვერპლი შესწირო, რადგან არ იციან მათ, ბოროტს რომ სჩადიან.
- ესაია 35:8
და იქნება იქ გაკვალული ბილიკი, რომელსაც სიწმიდის გზას დაარქმევენ, უწმიდური ვერ გაივლის მასზე, დაკვალიანებულთათვის იქნება იგი და მასზე მავალი უგუნურნიც კი არ აიბნევიან.
- ეკლესიასტე 7:4
ბრძენთა გული გლოვის სახლშია, ხოლო ბრიყვთა გული - მხიარულების სახლში.
- იგავნი 10:1
იგავნი სოლომონისა: ბრძენი შვილი მამას ახარებს, უგუნური შვილი კი დედის დარდია.
- იგავნი 17:25
ბრიყვი შვილი მამის ჯავრია და სიმწარე მშობელისათვის.
- ფსალმუნები 38:8
მიხსენი ჩემი ყოველი დანაშაულისგან, ნუ გამხდი ბრიყვის გასალანძღად.
- იობი 5:3
კი მინახავს უგუნური ფესვგადგმული, მაგრამ მოულოდნელად დაემხო სამკვიდრებელი მათი.
- ეკლესიასტე 4:13
ღატაკი, მაგრამ ბრძენი ჭაბუკი სჯობს, მოხუცებულ და ბრიყვ მეფეს, რომელიც აღარ ისმენს რჩევას,
მსგავსი თემები: