მთავარითემები „ბ“ბრძენის საქმე

ბრძენის საქმე

9 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. იგავნი 11:30
    მართლის ნაყოფი სიცოცხლის ხეა; და ვინც სულებს იძენს ბრძენია.
  2. ეკლესიასტე 10:2
    ბრძენის გული მარჯვნივაა მიმართული, ბრიყვის გული კი - მარცხნივ.
  3. იერემია 18:8
    თქვეს: „მოდით, პირი შევკრათ იერემიას წინააღმდეგ, რადგან მღვდელს რჯული არ დაეკარგება, ბრძენს - რჩევა და წინასწარმეტყველს - სიტყვა; მოდით და ენით განვგმიროთ იგი, რომ ყური აღარ ვუგდოთ მის სიტყვებსო”.
  4. იგავნი 14:1
    ბრძენი ქალი თავის სახლს აშენებს, უგუნური კი საკუთარი ხელით ანგრევს.
  5. მათეს 7:24
    ყველას, ვინც ისმენს ჩემს სიტყვებს და ასრულებს მათ, მე ვამსგავსებ გონიერ კაცს, რომელმაც კლდეზე დააშენა თავისი სახლი.
  6. ეკლესიასტე 9:15
    გამოჩნდა მასში ღარიბი ბრძენი და იხსნა ქალაქი თავისი სიბრძნით, მაგრამ აღარავის გახსენებია ის ღარიბი.
  7. იგავნი 10:5
    ზაფხულში შემგროვებელი ჭკვიანი შვილია, მკის დროს მძინარე - შემარცხვენელი.
  8. ეკლესიასტე 7:4
    ბრძენთა გული გლოვის სახლშია, ხოლო ბრიყვთა გული - მხიარულების სახლში.
  9. ლუკას 12:42
    უთხრა უფალმა: „ვინ არის ერთგული და გონიერი სახლმართველი, რომელსაც თავის მსახურებზე დააყენებს ბატონი, დროულად რომ მისცეს მათ ულუფა?
მსგავსი თემები:

← ყველა თემა „ბ“-ზე