მთავარითემები „ბ“ბოროტის სიძულვილი

ბოროტის სიძულვილი

23 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. იგავები 8:13
    უფლის შიში ბოროტების სიძულვილია; მძულს სიამაყე, ქედმაღლობა, ბოროტი გზა და უკუღმართი ბაგე.
  2. ფსალმუნები 96:10
    შეიძულეთ ბოროტება, უფლის მოყვარულნო; ის იცავს მის წმიდათა სიცოცხლეს, ბოროტთა ხელიდან იხსნის მათ.
  3. ამოსი 5:15
    ბოროტება შეიძულეთ, სიკეთე შეიყვარეთ; კარიბჭეში სამართალი დაამკვიდრეთ და იქნებ შეიწყალოს უფალმა, ცაბაოთ ღმერთმა იოსების ნატამალი.
  4. რომაელთა 12:9
    სიყვარული იყოს უთვალთმაქცო; შეიძულეთ ბოროტება და მიეკარით კეთილს.
  5. გამოსვლა 18:21
    ამასთან ერთად მოძებნე მთელ ერში უნარიანი კაცები, ღვთისმოშიშნი და ერთგულნი, რომელთაც სძულთ ანგარება და ათასისთავებად, ასისთავებად, ორმოცდაათისთავებად და ათისთავებად დაუნიშნე ხალხს.
  6. ფსალმუნები 118:104
    შენი წესებიდან ვღებულობ გონიერებას, ამიტომ მოვიძულე სიცრუის ყოველი გზა.
  7. ფსალმუნები 118:128
    მიტომაც სწორად მივიჩნიე ყოველი შენი ბრძანება, ხოლო ყოველი ცრუ გზა მოვიძულე.
  8. იგავები 13:5
    მართალს სძულს სიყალბე, უკეთური კი სამარცხვინოდ და უღირსად იქცევა.
  9. ფსალმუნები 118:163
    მძულს და მძაგს სიცრუე, შენი რჯული კი მიყვარს.
  10. ფსალმუნები 100:3
    უკეთურ რამეს თვალწინ არ დავიდებ; განდგომილთა საქმე შევიძულე, ახლოს არ გავეკარები.
  11. იგავები 15:27
    მტაცებლობით მომხვეჭელი თავის სახლს აპარტახებს, ქრთამის მოძულე კი იცოცხლებს.
  12. ფსალმუნები 44:7
    შენ შეიყვარე სიმართლე და შეიძულე ბოროტება; ამიტომ გცხო ღმერთმა, შენმა ღმერთმა, სიხარულის ზეთით, შენს მეგობრებზე მეტად.
  13. ებრაელთა 1:9
    შენ შეიყვარე სიმართლე და შეიძულე ურჯულოება, ამიტომ გცხო ღმერთმა, შენმა ღმერთმა სიხარულის ზეთით, შენს თანამოზიარეებზე მეტად”.
  14. რომაელთა 2:22
    ჰქადაგებ - არ მოიპაროო, - და იპარავ! ამბობ - არ იმრუშოო, - და მრუშობ! კერპები გეზიზღება და საკერპოებს ძარცვავ?!
  15. რომაელთა 7:15
    ვინაიდან რას ვაკეთებ, არ ვიცი: იმიტომ, რომ იმას კი არ ვაკეთებ, რაც მსურს, არამედ იმას, რაც მძულს.
  16. იუდას 1:23
    სხვანი კი შიშით იხსენით, ვითარცა ცეცხლისგან გამოტაცებით და ხორცისგან დაბინძურებული სამოსელიც კი შეიზიზღეთ.
  17. გამოცხადება 2:6
    ეს კი გაქვს, რომ გძულს ნიკოლაელთა საქმეები, რომლებიც მეც მძულს.
  18. ფსალმუნები 30:6
    შევიძულე ამაო კერპთა თაყვანისმცემელნი და უფალს მივენდე.
  19. ფსალმუნები 118:158
    ვიხილე განდგომილნი და შევიძულე, რადგან შენს ნათქვამს არ იცავენ.
  20. იგავები 29:27
    უსამართლო კაცი სისაძაგლეა მართალთათვის და სწორი გზით მოსიარულე სიბილწეა ბოროტეულთათვის.
  21. ფსალმუნები 138:21
    უფალო, ნუთუ არ მოვიძულო შენი მოძულენი და არ ვედავო შენს მოწინააღმდეგეთ?!
  22. ფსალმუნები 138:22
    სრული სიძულვილით მოვიძულე ისინი; შენი მტრები ჩემს მტრებად მივიჩნიე.
  23. ეზეკიელი 35:6
    ამიტომ, ცოცხალი ვარ, ამბობს უფალი ღმერთი, სისხლს ღვრად გადენ და სისხლი დაგედევნება, რაკი არ შეიძულე სისხლისღვრა, სისხლი დაგედევნება.

← ყველა თემა „ბ“-ზე