მთავარითემები „ბ“ბოროტი დროები

ბოროტი დროები

11 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. ეფესელთა 5:16
    გამოისყიდეთ დრო, ვინაიდან ბოროტნი არიან დღენი.
  2. დაბადება 6:12
    გადმოხედა ღმერთმა ქვეყანას და ნახა, რომ წარყვნილიყო, რადგან ყოველ ხორციელს გაერყვნა თავისი ზნე.
  3. 3 მეფეთა 19:10
    თქვა: „უფლის, ცაბაოთ ღმერთის შურმა შემიპყრო, რადგან მიატოვეს შენი აღთქმა ისრაელის ძეებმა, შენი სამსხვერპლოები დაანგრიეს და შენი წინასწარმეტყველნი მახვილით ამოხოცეს; მე ერთი დავრჩი და ჩემს სულსაც დაეძებენ, რათა წამართვან”.
  4. ფსალმუნები 11:1
    მიხსენი, უფალო, რადგან აღარ დარჩა ღვთისმოსავი, რადგან გამქრალან ერთგულნი კაცთა მოდგმიდან.
  5. ფსალმუნები 13:1
    თქვა უგუნურმა თავის გულში: „არ არის ღმერთი”. გაირყვნენ, სისაძაგლე ჩაიდინეს; არავინაა სიკეთის მქმნელი.
  6. ესაია 57:1
    იღუპება მართალი და კაცი არ არის ამის გულთან მიმტანი; ღვთისმოსავი კაცები წაყვანილ არიან და ვერავინ ხვდება, რომ მართალნი უბედურების გამო არიან წაყვანილნი.
  7. ესაია 59:14
    უკან დაიხია სამართალმა და შორს გადგა სიმართლე, რადგან მოედანზე წაბორძიკდა ჭეშმარიტება და ვერ შემოდის სიწრფელე.
  8. იერემია 5:1
    მიმოიარეთ იერუსალიმის ქუჩები, დაზვერეთ, მოიძიეთ მის მოედნებზე, სამართლიან კაცს თუ იპოვით, ჭეშმარიტების მძებნელს. მაშინ შევიწყალებდი იერუსალიმს.
  9. მიქა 7:2
    გადაშენდა ღვთისნიერი ქვეყანაზე და აღარავინ არის წრფელი კაცთა შორის; ყველა სისხლის დასაღვრელად ჩასაფრებულა, ერთმანეთზე ნადირობენ ბადით;
  10. 2 ტიმოთეს 3:1-2
    ეს კი იცოდე, რომ უკანასკნელ დღეებში დადგება საზარელი ჟამი, ვინაიდან ადამიანები იქნებიან საკუთარ თავზე შეყვარებულნი, ვერცხლის მოყვარენი, მკვეხარანი, ამპარტავანნი, მგმობელნი, მშობლების ურჩნი, უმადურნი, უწმიდურნი,
  11. 2 ტიმოთეს 4:3
    ვინაიდან დადგება დრო, როცა საღ მოძღვრებას ვეღარ აიტანენ, არამედ თავიანთი გულისთქმებისამებრ შემოიკრებენ ყურის მომქავებელ მასწავლებლებს.

← ყველა თემა „ბ“-ზე