მთავარითემები „ბ“ბოროტი თვალები

ბოროტი თვალები

21 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. მათეს 20:14-15
    აიღე შენი გასამრჯელო და წადი; მე კი მინდა, ამ უკანასკნელსაც იგივე მივცე, რაც შენ. ნუთუ არა მაქვს უფლება, რაც მე მეკუთვნის ჩემი ნებისამებრ მოვიხმარო? იქნებ შენს თვალს შურს, რომ კეთილი ვარ?
  2. მარკოზის 7:21-23
    ვინაიდან ადამიანის გულიდან გამოდის ბოროტი ზრახვა, სიძვა, ქურდობა, მკვლელობა, მრუშობა, ანგარება, მზაკვრობა, ვერაგობა, გარყვნილება, თვალბოროტება, ცბიერება, გმობა, ამპარტავნება და უგუნურება. ყველა ეს ბოროტება შიგნიდან გამოდის და ბილწავს ადამიანს”.
  3. იგავნი 20:8
    მსაჯულის ტახტზე მჯდომი მეფე თავისი თვალებით ფანტავს ბოროტებას.
  4. იგავნი 6:12-13
    უღირსი ადამიანი, ბოროტი კაცი, უკუღმართი პირით დაიარება, თვალს ჩაუკრავს, ფეხებითა და თითებით ანიშნებს.
  5. იგავნი 28:22
    თვალხარბი კაცი ქონებას ეტანება და არ კი იცის, რომ გაჭირვება მიეწევა მას.
  6. ლუკას 11:34
    სხეულის ლამპარი თვალია; როცა შენი თვალი სუფთაა, მთელი შენი სხეულიც ნათელია; მაგრამ როცა იგი ბოროტია, შენი სხეულიც ბნელია.
  7. მეორე რჯული 28:54
    ფუფუნებაში მცხოვრები და განებივრებული კაცი შენში მტაცებლის თვალით შეხედავს თავის ძმას, ცოლსა და შვილებს, რომლებიც შერჩება,
  8. ეზეკიელი 20:7-8
    ვუთხარი: მოიშორეთ თითოეულმა თვალთაგან თქვენი სისაძაგლენი და ეგვიპტის კერპებით ნუ შეიბილწებით. მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი. მაგრამ ამიჯანყდნენ და არ უნდოდათ ჩემი მოსმენა; არავის მოუშორებია სიბილწენი, თვალწინ რომ ჰქონდათ, და არ მიუტოვებიათ ეგვიპტის კერპები. ვთქვი, რისხვას გადმოვანთხევ მათზე, რომ ჩემი ბრაზი მოვიკლა-მეთქი ეგვიპტის ქვეყანაში.
  9. რომაელთა 3:18
    ღვთის შიში არ არის მათ თვალწინ.
  10. 2 პეტრეს 2:14
    მათი თვალები აღსავსეა მრუშობით და განუწყვეტელი ცოდვით; ისინი უმტკიცო სულებს აცდუნებენ, ანგარებაში გაწვრთნილი გულები აქვთ და წყევლის შვილები არიან!
  11. 1 იოანეს 2:16-17
    ვინაიდან ყოველივე, რაც წუთისოფელშია – ხორციელი გულისთქმა, თვალთა გულისთქმა და ამაო დიდება ცხოვრებისა – მამისგან კი არა, წუთისოფლისგან არის. წუთისოფელიც გადადის და მისი გულისთქმაც, ღვთის ნების აღმსრულებელი კი უკუნისამდე რჩება.
  12. რიცხვნი 15:39
    როცა შეხედავთ, ეს ფოჩი გაგახსენებთ, უფლის ყოველ მცნებას აღსასრულებლად; რათა არ აჰყვეთ გულისთქმასა და თვალს, რომლებიც მრუშობისკენ გიზიდავენ;
  13. ესაია 3:16
    ამბობს უფალი: „რადგან გაამაყდნენ სიონის ასულნი, ყელმოღერებულნი დადიან მაცდური თვალებით, ლაღად ცუნცულებენ და ფეხთა მოსართავებს აჟღარუნებენ.
  14. იგავნი 6:16-17
    ექვსი რამ სძულს უფალს და შვიდი რამ ეზიზღება: ამპარტავანი თვალები, მატყუარა ენა, უდანაშაულო სისხლის დამღვრელი ხელები,
  15. იგავნი 10:10
    თვალის ჩამკვრელი ტკივილს იწვევს და ბაგეუგუნური დაეცემა.
  16. იგავნი 6:24-25
    რათა დაგიფაროს ავი ქალისგან, უცხო ქალის ლაქარდიანი ენისგან. ნურც მის სილამაზეს ისურვებ გულში და ნურც მისი თვალების ხამხამი გაგიტაცებს,
  17. ეკლესიასტე 2:10
    უარს არაფერზე ვეუბნებოდი ჩემს თვალებს, რაც არ უნდა მოესურვათ, არავითარი სიხარულისგან არ ვიკავებდი თავს, რადგან ხარობდა ჩემი გული მთელი ჩემი ნაშრომით და ეს იყო მთელი საზღაური ჩემი შრომისა.
  18. ეკლესიასტე 1:8
    ყველაფერი დამღლელია, კაცი ვერ შეძლებს ყველაფრის მოყოლას, თვალი ვერ გაძღება ცქერით და ყური ვერ გაივსება სმენით.
  19. მათეს 6:23
    ხოლო თუ შენი თვალი ბოროტია, მთელი შენი სხეულიც ბნელი იქნება. ამრიგად, თუკი სინათლე, რომელიც შენშია, სიბნელეა, რამდენად დიდი იქნება სიბნელე?
  20. ფსალმუნები 114:16
    პირი აქვთ და ვერ ლაპარაკობენ, თვალები აქვთ და ვერ ხედავენ.
  21. მათეს 13:15
    ვინაიდან გაუქვავდა ამ ხალხს გული, ყურით მძიმედ ესმით და თვალები დახუჭეს, რომ თვალით არ დაინახონ და ყურით არ მოისმინონ, გულით არ ჩაწვდნენ და არ მოიქცნენ, რათა განვკურნო ისინი.

← ყველა თემა „ბ“-ზე