მთავარითემები „ბ“ბოროტების სიყვარული

ბოროტების სიყვარული

17 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. მიქა 3:2
    სიკეთის მოძულენი და ბოროტების მოყვარულნი ხართ; ჩემს ხალხს ტყავს აძრობთ და ძვლებიდან ხორცს აგლეჯთ.
  2. ფსალმუნები 51:3
    სიკეთეზე მეტად გიყვარს ბოროტება, სიცრუე - სიმართლის თქმაზე მეტად.
  3. იგავნი 17:19
    დანაშაულის მოყვარულს ჩხუბი უყვარს, თავისი კარიბჭის მაღლა ამწევი კი განადგურებას ეძებს.
  4. ფსალმუნები 108:17
    უყვარდა წყევლა, ამიტომ მასვე მიუვიდა ის; არ ისურვა კურთხევა, ამიტომ განშორდა მას.
  5. ფსალმუნები 51:4
    გიყვარს დამღუპველი სიტყვები, მზაკვარო ენავ;
  6. ფსალმუნები 4:2
    ძენო კაცისა! როდემდე იქნება დიდება ჩემი დამცირებული? როდემდე გეყვარებათ ამაოება და ეძიებთ სიყალბეს?
  7. იგავნი 1:2
    სიბრძნისა და დარიგების შესაცნობად, გონივრული ნათქვამის გასაგებად;
  8. იერემია 14:10
    ასე ამბობს უფალი ამ ხალხზე: „რაკი ხეტიალი უყვართ, რაკი ფეხებს ვერ აკავებენ, არც უფალი მიიღებს მათ; გაიხსენებს მათ ურჯულოებას და ცოდვებს მოჰკითხავს”.
  9. იერემია 5:1
    წინასწარმეტყველნი სიცრუეს წინასწარმეტყველებენ, მღვდლები მათი მეშვეობით ბატონობენ, ჩემს ხალხს კი მოსწონს ეს, მაგრამ ბოლოს რაღას იზამთ?
  10. იგავნი 8:31
    ვხარობდი სამყაროთი და ქვეყნიერებით, ადამიანის ძეებში იყო ჩემი ნეტარება.
  11. 1 იოანეს 2:15
    ნუ შეიყვარებთ წუთისოფელს, ნურც იმას, რაც წუთისოფელშია. თუ ვინმეს წუთისოფელი უყვარს, მასში არ არის მამის სიყვარული.
  12. 2 ტიმოთეს 4:10
    ვინაიდან დემასმა შეიყვარა ეს წუთისოფელი, მიმატოვა და წავიდა თესალონიკეს, კრესკესი - გალატიას, ტიტე - დალმატიას;
  13. იოანეს 3:19
    მსჯავრი კი ის არის, რომ სინათლე მოვიდა წუთისოფელში და სინათლეზე მეტად ბნელი შეიყვარეს ადამიანებმა, ვინაიდან ბოროტი იყო მათი საქმენი.
  14. ოსია 9:10
    ისე ვიპოვე ისრაელი, როგორც ყურძენი უდაბნოში, ისე შევნიშნე თქვენი მამები, როგორც პირველნაყოფი ლეღვის ხეზე, როგორც მისი ნათავარი; მაგრამ ბაყალ-ფეღორთან წავიდნენ და სირცხვილს მიუძღვნეს თავი; ვინც შეიყვარეს, მათსავით საძაგლები შეიქნენ.
  15. 2 ტიმოთეს 3:4
    მოღალატენი, თავხედნი, გაბღენძილნი, ღმერთზე მეტად სიამეთა მოყვარულნი,
  16. გამოცხადება 22:15
    მის მიღმა არიან ძაღლები და გრძნეულები, მეძავები და კაცისმკვლელები, კერპთაყვანისმცემლები და ყველა, ვისაც სიცრუე უყვარს და სჩადის.
  17. დანიელი 11:37
    არც თავისი მამების ღმერთებს ჩააგდებს რამედ, არც ქალთა სასურველს და არც სხვა რომელიმე ღმერთს მიაქცევს ყურადღებას, რადგან ყველაზე მეტად განდიდდება.

← ყველა თემა „ბ“-ზე