მთავარითემები „ა“არანაირი ნუგეში

არანაირი ნუგეში

11 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. ესაია 54:11
    წამებულო, ქარიშხლით წაღებულო, უნუგეშებელო! აჰა, შემოგიშენებ კედლებს ანთრაკის ქვით და საძირკვლად საფირონს დაგიდებ.
  2. ფსალმუნები 68:20
    დამცირებამ დაამსხვრია ჩემი გული, ქანცი გამიწყდა; ველოდი თანამგრძნობს და არავინ იყო, მანუგეშებელს, – და ვერ ვპოვე.
  3. გოდება იერემიასი 1:2
    მწარედ ქვითინებს ის ღამით, და ცრემლი უსველებს ღაწვებს. ნუგეშისმცემელი აღარ ჰყავს, ყველა მეგობარმა, ყველა მოყვასმა უღალატა, ყველა მტრად გაუხდა.
  4. გოდება იერემიასი 1:16
    ამაზე ვტირი მე ასე, და ცრემლად ვიღვრები, რადგან შორსაა ჩემგან ნუგეშისმცემელი, ჩემი სულის მომაბრუნებელი. მიტოვებულნი არიან ძენი ჩემნი, რადგან მტერმა გვძლია.
  5. გოდება იერემიასი 1:21
    გაიგონეს მათ, რომ ვკვნესი მე და არავინა მყავს ნუგეშისმცემელი. ჩემმა მტრებმა გაიგეს ჩემი უბედურება და ხარობენ, რომ შენ გააკეთე ეს. ნეტავ მოაწევდე შენს დათქმულ დღეს, და ისინიც ჩემსავით გახდნენ.
  6. ეკლესიასტე 4:1
    მივუბრუნდი და ვნახე, ყოველი ძალადობა, რაც მზისქვეშეთში ხდება: აჰა, იღვრება ჩაგრულთა ცრემლი და ნუგეშისმცემელი არა ჰყავთ მათ! მჩაგვრელთა ხელთ არის ძალა, ნუგეშისმცემელი კი არა ჰყავთ მათ.
  7. ზაქარია 10:2
    ვინაიდან მზაკვრობას ლაპარაკობენ თერაფიმები და ტყუილს ხედავენ მხილველნი. ყალბ სიზმრებს ხედავენ და ლაპარაკობენ, ამაოებით ანუგეშებენ, ამიტომაც ცხვრებივით დახეტიალობენ და იტანჯებიან, რადგან არა ჰყავთ მწყემსი.
  8. ესაია 22:4
    ამიტომ ვთქვი: „მზერა მომარიდეთ, მაცალეთ მწარედ ტირილი, ნუ იჩქარებთ მანუგეშოთ ჩემი ერის ასულის უბედურების გამო”.
  9. ფსალმუნები 76:2
    უფალს ვეძებ ჩემი გაჭირვების დღეს, გაწვდილია ჩემი ხელი ღამ-ღამობით და არ ისვენებს, უარს ამბობს ნუგეშისცემაზე ჩემი სული.
  10. ფსალმუნები 49:15
    მომიხმე გაჭირვების დღეს; გადაგარჩენ და შენ განმადიდებ.
  11. ფსალმუნები 85:7
    ჩემი გაჭირვების დღეს მოგიხმობ, რადგან მიპასუხებ.

← ყველა თემა „ა“-ზე