მთავარითემები „ა“ადრე ადგომა

ადრე ადგომა

19 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. ფსალმუნები 118:147
    განთიადამდე ვდგები და შემოგღაღადებ, შენს სიტყვაზე ვარ დაიმედებული.
  2. ფსალმუნები 126:2
    ამაოდ დგებით ადრიანად, ამაოდ სხედხართ გვიანობამდე და ჭმუნვით ჭამთ პურს; უფალი კი იმას აძლევს ძილს, ვინც უყვარს.
  3. მიქა 2:1
    ვაი უმართლობისა და სიავის განმზრახველთ თავიანთ სარეცლებზე, გათენებისთანავე რომ მოჰყავთ სისრულეში, რადგან მათ ხელთ არის ძალა.
  4. ესაია 5:1
    ვაი დილაადრიდანვე სასმელის მძებნელთ, დაღამებამდე ღვინით რომ ენთებიან.
  5. მარკოზის 1:35
    განთიადამდე, ჯერ კიდევ ღამიანად ადგა, გავიდა და წავიდა უდაბნო ადგილას და იქ ლოცულობდა.
  6. ესაია 33:2
    უფალო, შეგვიწყალე! შენ გელოდით, მათი მკლავი იყავი დილაობით და ჩვენი მხსნელი გაჭირვების ჟამს.
  7. ფსალმუნები 5:3
    უფალო! დილაობით მოისმინე ჩემი ხმა, დილაადრიან წარვდგები ლოცვით შენ წინაშე და დაგელოდები.
  8. დაბადება 19:27
    ადგა დილაადრიანად აბრაჰამი და წავიდა იმ ადგილისაკენ, სადაც უფალს ელაპარაკა.
  9. დაბადება 26:31
    დილაადრიანად ადგნენ და შეჰფიცეს ერთმანეთს. გაისტუმრა ისაკმა ისინი და მშვიდობით წავიდნენ მისგან.
  10. გამოსვლა 8:20
    უთხრა უფალმა მოსეს: „ადექი დილაადრიან, დადექი ფარაონის წინაშე და როცა წყალთან გამოვა, უთხარი, ასე ამბობს-თქო უფალი: ‘გაუშვი ჩემი ხალხი, რათა მემსახუროს.
  11. გამოსვლა 34:4
    და გამოთალა მოსემ პირველთა მსგავსად, ქვის ორი დაფა, ადგა სისხამ დილით და ავიდა სინაის მთაზე, როგორც უბრძანა უფალმა; ქვის ორი დაფა ეჭირა ხელში.
  12. იესო ნავეს ძე 3:1
    ადგა იეშუა დილაადრიანად, დაიძრა შიტიმიდან და მივიდა იორდანესთან, ის და ისრაელის ყველა ძე; იქ გაათიეს, ვიდრე გავიდოდნენ გაღმა.
  13. იესო ნავეს ძე 6:15
    მეშვიდე დღეს ადრე ადგნენ, განთიადისას, და იმავე წესით შვიდჯერ შემოუარეს ქალაქს. მხოლოდ ამ დღეს შემოუარეს ქალაქს შვიდჯერ.
  14. 1 მეფეთა 5:4
    თქვეს: „რა უნდა გავატანოთ დანაშაულის გამოსასყიდ მსხვერპლად?” მიუგეს: „ოქროს ხუთი ბუგრი და ოქროს ხუთი თაგვი ფილისტიმელთა მთავრების რიცხვისამებრ, რადგან ერთი სასჯელი გეწიათ თქვენც და თქვენს მთავრებსაც.
  15. 1 მეფეთა 9:26
    ადრიანად ადგნენ მეორე დღეს. განთიადისას ამ სიტყვებით იხმო სამუელმა საული ერდოზე: „ადექი, გაგაცილებ”. ადგა საული და ორივენი გარეთ გავიდნენ, ის და სამუელი.
  16. 1 მეფეთა 15:12
    მეორე დღეს დილაადრიანად ადგა სამუელი და საულთან შესახვედრად წავიდა; უთხრეს სამუელს: „აჰა, ქარმელს ასულა საული და სვეტი აღუმართავს იქ თავისთვის, შემდეგ კი მობრუნებულა და გილგალში ჩასულა”.
  17. 1 მეფეთა 17:20
    დილაადრიანად ადგა დავითი, ცხვარი მეთვალყურეს დაუტოვა, მოსაკითხი აიღო და წავიდა, როგორც იესეს ჰქონდა ნაბრძანები; და იმ დროს მიუახლოვდა ბანაკს, როცა ჯარი გამოდიოდა მწყობრად და საომარ ყიჟინას სცემდნენ ბრძოლის ველზე.
  18. დანიელი 6:19
    გათენებისთანავე, განთიადზე ადგა მეფე და სასწრაფოდ წავიდა ლომების ხაროსკენ.
  19. დაბადება 22:3
    ადგა აბრაჰამი დილაადრიანად, შეკაზმა სახედარი და თან წაიყვანა თავისი ორი მსახური და ისაკი თავისი ძე. დააპო შეშა სრულადდასაწველისთვის და იმ ადგილისკენ გაეშურა, რომელზეც ღმერთმა მიანიშნა.

← ყველა თემა „ა“-ზე