მთავარითემები „ა“ადამიანის შექმნა

ადამიანის შექმნა

28 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. საქმეები 17:26
    ერთიდან შექმნა ადამიანთა ყოველი ხალხი, რათა დედამიწის ზურგზე დასახლებულიყვნენ; წინასწარ დააწესა მათ დასასახლებლად დრონი და საზღვრები,
  2. საქმეები 8:3-6
    როცა შენს ზეცას ვუმზერ - შენი თითების ნამოქმედარს, მთვარესა და ვარსკვლავებს, რომლებიც დააფუძნე, რა არის კაცი, რომ გახსოვს იგი ან - ადამიანის ძე, რომ ზრუნავ მასზე? ბევრად არ დაგიმცირებია იგი  ანგელოზებზე, დიდება და ღირსება დაადგი გვირგვინად. გააბატონე იგი შენი ხელის ნამოქმედარზე; ყოველივე მის ფეხქვეშ მოაქციე.
  3. დაბადება 1:26-27
    თქვა ღმერთმა: „შევქმნათ კაცი ჩვენს ხატად და ჩვენს მსგავსად; დაე იბატონოს ზღვაში თევზზე, ცაში ფრინველზე, პირუტყვზე, მთელ დედამიწაზე და ყოველ ქვეწარმავალზე, რომელიც დაძვრება მიწაზე”. შექმნა ღმერთმა კაცი თავის ხატად, ღვთის ხატად შექმნა იგი. მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი.
  4. დაბადება 9:6
    ვინც ადამიანის სისხლს დაღვრის, მისი სისხლი ადამიანის მიერვე დაიღვრება, რადგან ღვთის ხატად შეიქმნა ადამიანი.
  5. დაბადება 5:1-2
    ეს არის ადამის შთამომავლობის წიგნი: ღმერთმა ადამიანი რომ შექმნა, ღვთის მსგავსად შექმნა იგი. კაცად და ქალად შექმნა ისინი, აკურთხა და სახელად ადამიანი უწოდა მათი შექმნის დღეს.
  6. იაკობის 3:9
    მით ვაკურთხებთ ღმერთსა და მამას და მითვე ვწყევლით ღვთის ხატად შექმნილ ადამიანებს.
  7. ესაია 45:12
    მე შევქმენი დედამიწა და შევქმენი ადამიანი მასზე; ჩემმა ხელებმა გადაჭიმეს ზეცა და მთელი მისი ლაშქარი მე დავადგინე.
  8. მარკოზის 10:6
    მაგრამ შექმნის დასაბამიდან ღმერთმა მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი.
  9. ფსალმუნები 138:14
    გაქებ, რადგან შიშით აღსავსე და მშვენიერი გამომსახე; საკვირველია შენი საქმენი და კარგად იცის ეს ჩემმა სულმა.
  10. იობი 10:8-12
    მთლიანად შენი ხელით ვარ გამოძერწილი და შექმნილი და შენვე მანადგურებ?! გაიხსენე, თიხასავით რომ გამომძერწე; ისევ მტვრად მაქცევ? განა რძესავით არ გადმომღვარე და ყველივით არ შემადედე? ტყავითა და ხორცით შემმოსე, ძვლებითა და ძარღვებით მომქსოვე. სიცოცხლე და სიკეთე მომმადლე, შენმა მზრუნველობამ შემოინახა ჩემი სული.
  11. დაბადება 2:7
    გამოსახა უფალმა ღმერთმა კაცი მიწის მტვრისაგან და შთაბერა მის ნესტოებს სიცოცხლის სუნთქვა და იქმნა კაცი ცოცხალ არსებად.
  12. იობი 4:17
    ღმერთზე მართალია მოკვდავი? უმწიკვლოა თავისი შემოქმედის წინაშე?
  13. იობი 10:2-3
    ვეტყვი უფალს: მსჯავრს ნუ მდებ, გამაგებინე, რისთვის მდევნი? განა კარგია შენთვის, რომ მთრგუნავ, რომ უკუაგდე შენი ხელის ქმნილება და ახალისებ ბოროტთა მზაკვრობას?
  14. იობი 33:4
    ღმერთის სულმა შემქმნა და ყოვლისშემძლის სუნთქვა მასულდგმულებს.
  15. ფსალმუნები 99:3
    უწყოდეთ, რომ უფალია ღმერთი. მან შეგვქმნა ჩვენ და არა ჩვენ - ჩვენი თავები, მისი ხალხი ვართ და მისი სამწყსოს ცხვარი.
  16. ფსალმუნები 118:73
    შენმა ხელებმა შემქმნა და გამომსახა; გამჭრიახობა მომეცი, რომ ვისწავლო შენი მცნებანი.
  17. ფსალმუნები 137:8
    უფალი თავის განზრახვას აღასრულებს ჩემზე; უფალო, მარადიულია წყალობა შენი. ნუ მიატოვებ შენი ხელის ქმნილებებს.
  18. იგავნი 16:4
    უფალმა ყველაფერი თავისი მიზნისთვის შექმნა, ბოროტეულიც კი - ავი დღისთვის.
  19. ეკლესიასტე 7:29
    აჰა, მხოლოდ ეს აღმოვაჩინე - რომ ღმერთმა წრფელი შექმნა ადამიანები, მათ კი მრავალი თავსატეხი გაიჩინეს!
  20. ესაია 17:7
    იმ დღეს მიაპყრობს ადამიანი მზერას თავის შემოქმედს და მისი თვალები ისრაელის წმიდას იხილავენ.
  21. ესაია 42:5
    ასე ამბობს ღმერთი, უფალი, ცათა შემოქმედი და გადამჭიმველი, განმრცობი დედამიწისა მისი ნაყოფებითურთ, ვინც სუნთქვას აძლევს მასზე მცხოვრებ ხალხს და სულს - მასზე მავალთ:
  22. ესაია 43:7
    ყოველი, ჩემი სახელით წოდებული, ჩემი დიდებისთვის გავაჩინე; ყოველი, ვინც შევქმენი და გამოვსახე!
  23. ესაია 64:8
    ახლა კი, უფალო, მამა ხარ ჩვენი, ჩვენ თიხა ვართ, შენ კი მექოთნე; შენი ხელის ნაკეთობა ვართ ყველანი.
  24. იერემია 27:5
    მე შევქმენი ეს ქვეყანა, ადამიანი და პირუტყვი ქვეყნის ზედაპირზე ჩემი დიდი ძალითა და გაწვდილი მკლავით და იმას ვაძლევ, ვინც ამას იმსახურებს ჩემს თვალში.
  25. ზაქარია 12:1
    უფლისგან წარმოთქმული განაჩენი ისრაელზე. ასე ამბობს უფალი, რომელმაც ცანი გადაჭიმა, საძირკველი დაუდო დედამიწას და ადამიანის სული გამოსახა მის წიაღში:
  26. მალაქია 2:10
    განა ყველას ერთი მამა არა გვყავს? განა ერთმა ღმერთმა არ შეგვქმნა? რატომ ღალატობთ ერთი-მეორეს და ბღალავთ ჩვენი მამების აღთქმას?
  27. 1 კორინთელთა 11:7
    მაშასადამე, მამაკაცმა არ უნდა დაიფაროს თავი, ვინაიდან ის ღვთის ხატება და დიდებაა; ცოლი კი ქმრის დიდებაა.
  28. 1 კორინთელთა 15:48-49
    და როგორიცაა მტვრისგან შექმნილი, ასეთივენი არიან მიწიერნი; და როგორიცაა ზეციერი, ასეთივენი არიან ზეციერნი. და როგორც მტვრისგან შექმნილის ხატებას ვატარებდით, ასევე ვატარებთ ზეციერის ხატებასაც.

← ყველა თემა „ა“-ზე