1 დავითმა და მისმა მხედართმთავრებმა სამსახურისათვის დაანაწილეს ასაფის, ჰემანის და იედუთუნის ძენი, რომელნიც ბობღნებზე, ქნარებსა და წინწილებზე უკრავდნენ. იმათი რიცხვი, ვინც თავიანთ სამსახურის საქმეს ეწეოდნენ, იყო:
2 ასაფის ძეთაგან: ზაქური, იოსები, ნეთანია, ასარელა – ასაფის ძენი, რომელნიც ასაფის ლოტბარობითა და მეფის ხელმძღვანელობით უკრავდნენ.
3 იედუთუნისგან, იედუთუნის ძენი: გედალიაჰუ, ცერი, იეშაყიაჰუ, ხაშაბიაჰუ, მათითიაჰუ, შიშა – ექვსნი. თავიანთი მამის, იედუთუნის, ხელქვეით იყვნენ, რომელიც ბობღანზე უკრავდა უფლის საქებ-სადიდებელს.
4 ჰემანისგან, ჰემანის ძენი: ბუკიაჰუ, მათანიაჰუ, ყუზიელი, შებუელი, იერიმოთი, ხანანია, ხანანი, ელიათა, გიდალთი, რომამთი-ყეზერი, იოშბეკაშა, მალოთი, ჰოთირი, მახაზიოთი.
5 ყველა ესენი იმ ჰემანის ძენი არიან, რომელიც მეფის ნათელმხედველი იყო, უფლის სიტყვების გამოსაცხადებლად და მისი დიდების რქის ასამაღლებლად. ღმერთმა ჰემანს თორმეტი ვაჟი და სამი ასული მისცა.
6 ყველა ესენი მათი მამის ლოტბარობით გალობდნენ უფლის სახლში წინწილებით, ქნარებით, ბობღნებით, ღვთის სახლის სამსახურის გასაწევად მეფის, ასაფის, იედუთუნისა და ჰემანის ხელმძღვანელობით.
7 უფლისათვის გალობაში განსწავლულთა და ყველა მცოდნეთა რიცხვი, თავიანთ ძმებთან ერთად, იყო ორასოთხმოცდარვა.
8 სამსახურის რიგზე წილი თანასწორად ყარეს, დიდმა და პატარამ, სწავლულმა და მოსწავლემ.
9 პირველი წილი ერგო ასაფს იოსებისათვის, მეორე – გედალიაჰუს, იგი, მისი ძმები და შვილები – თორმეტნი.
10 მესამე – ზაქურს, მისი ძენი, და ძმები – თორმეტნი.
11 მეოთხე – იცრის, მისი ძენი და ძმანი – თორმეტნი.
12 მეხუთე – ნეთანიაჰუს, მისი ძენი და ძმანი – თორმეტნი.
13 მეექვსე – ბუკიაჰუს, მისი ძენი და – თორმეტნი.
14 მეშვიდე – იესარელას, მისი ძენი და ძმანი – თორმეტნი.
15 მერვე – ესაიას, მისი ძენი და ძმანი – თორმეტნი.
16 მეცხრე – მათანიაჰუს, მისი ძენი და ძმანი – თორმეტნი.
17 მეათე – შიმყის, მისი ძენი და ძმანი – თორმეტნი.
18 მეთერთმეტე – ყაზარელს, მისი ძენი და ძმანი – თორმეტნი.
19 მეთორმეტე – ხაშაბიას, მისი ძენი და ძმანი – თორმეტნი.
20 მეცამეტე – შუბაელს, მისი ძენი და ძმანი – თორმეტნი.
21 მეთოთხმეტე – მათითიაჰუს, მისი ძენი და ძმანი – თორმეტნი.
22 მეთხუთმეტე – იერემოთს, მისი ძენი და ძმანი – თორმეტნი.
23 მეთექვსმეტე – ხანანიაჰუს, მისი ძენი და ძმანი – თორმეტნი.
24 მეჩვიდმეტე – იოშბეკაშას, მისი ძენი და ძმანი – თორმეტნი.
25 მეთვრამეტე – ხანანის, მისი ძენი და ძმანი – თორმეტნი.
26 მეცხრამეტე – მალოთის, მისი ძენი და ძმანი – თორმეტნი.
27 მეოცე – ელიათას, მისი ძენი და ძმანი – თორმეტნი.
28 ოცდამეერთე – ჰოთირს, მისი ძენი და ძმანი – თორმეტნი.
29 ოცდამეორე – გიდალთის, მისი ძენი და – თორმეტნი.
30 ოცდამესამე – მახაზიოთს, მისი ძენი და ძმანი – თორმეტნი.
31 ოცდამეოთხე – რომამთი-ყეზერს, მისი ძენი და ძმანი – თორმეტნი.