მთავარი ›ბიბლია ›1 ნეშტთა

ძველი აღთქმა · 1 ნეშტთა

1 ნეშტთა 24

24

1 აჰა, აჰარონიანთა დასები: აჰარონის ძენი - ნადაბი და აბიჰუ, ელეაზარი და ითამარი.

2 მამაზე ადრე დაიხოცნენ ნადაბი და აბიჰუ, ისე, რომ ძენი არ ჰყოლიათ და ელეაზარი და ითამარი მღვდლობდნენ.

3 დაადგინა დავითმა ცადოკი - ელეაზარის ძეთაგან და ახიმელექი, ითამარის ძეთაგან, თავ-თავის ადგილზე, თავ-თავისი მსახურების მიხედვით.

4 აღმოჩნდა, რომ ელეაზარის ძეთაგან მამისსახლთა თავკაცები უფრო მეტი იყო, ვიდრე ითამარის ძეთაგან. ასე დაანაწილა ისინი: ელეაზარის ძეთაგან მამისსახლთა თექვსმეტი თავკაცი, ითამარის ძეთაგან კი - რვა.

5 წილისყრით დაანაწილეს ისინი, ვინაიდან ელეაზარისა და ითამარის ძენი მთავრობდნენ საწმიდრისა და უფლის წინაშე.

6 და აღნუსხავდა მათ შემაყია ნეთანელის ძე, ლევიანი მწერალი, მეფისა და მთავართა, ცადოკ მღვდლისა და ახიმელექ აბიათარის ძის, ლევიანი ღვთისმსახურების მამისსახლთა თავკაცების წინაშე; წილის ყრისას ერთ ოჯახს ელეაზარის გვარიდან იყვანდნენ, ერთს კი - ითამარისა.

7 პირველი წილი იეჰოიარიბს ერგო, მეორე - იედაიას,

8 მესამე - ხარიმს, მეოთხე - სეყორიმს,

9 მეხუთე - მალქიას, მეექვსე - მიამინს,

10 მეშვიდე - ჰაკოცს, მერვე - აბიას,

11 მეცხრე - იეშუას, მეათე - შექანიაჰუს,

12 მეთერთმეტე - ელიაშიბს, მეთორმეტე - იაკიმს,

13 მეცამეტე - ხუფას, მეთოთხმეტე - იეშებაბს,

14 მეთხუთმეტე - ბილგას, მეთექვსმეტე - იმერს,

15 მეჩვიდმეტე - ხეზირს, მეთვრამეტე - ჰაფიცეცს,

16 მეცხრამეტე - ფეთახიას, მეოცე - იეხეზკელს,

17 ოცდამეერთე - იაქინს, ოცდამეორე - გამულს,

18 ოცდამესამე - დელაიაჰუს, ოცდამეოთხე - მაყაზიაჰუს.

19 ეს იყო მათი განაწესი უფლის ტაძარში სამსახურისას თავისი წესისამებრ, რომელიც მიიღეს მათი მამის, აჰარონის ხელით, როგორც ამცნო მას უფალმა, ისრაელის ღმერთმა.

20 ასე დანაწილდნენ ლევის დანარჩენი ძენი: ყამრამის ძეთაგან - შუბაელი; შუბაელის ძეთაგან - იეხდეიაჰუ;

21 რეხაბიაჰუსგან: მის ძეთაგან - იშია, თავკაცი;

22 იცჰარელთაგან - შელომოთი; შელომოთის ძეთაგან - იახათი;

23 ხებრონის ძენი: იერიაჰუ, ამარიაჰუ - მეორე, იახაზიელი - მესამე და იაკამეამი - მეოთხე.

24 უზიყელის ძეთაგან - მიქა; მიქას ძეთაგან - შამირი;

25 მიქას ძმა - იშია; იშიას ძეთაგან - ზაქარია;

26 მერარის ძენი - მახლი და მუში; იაყაზიაჰუს ძეთაგან - ბენო.

27 მერარის ძეები იაყაზიაჰუსგან: ბენო, შოჰამი, ზაქური და ყიბრი.

28 მახლისგან - ელეაზარი, რომელსაც ძენი არ ჰყავდა.

29 კიშისგან - მისი ძე, იერახმეელი.

30 მუშის ძენი - მახლი, ყედერი და იერიმოთი, ესენი იყვნენ ლევიანთა ძენი, თავიანთი საგვარეულოების მიხედვით.

31 მათაც უყარეს წილი, როგორც აჰარონის ძეებს - მეფე დავითის, ცადოკის, ახიმელექის, მამისსახლთა თავკაცების, მღვდლებისა და ლევიანთა წინაშე; მამისსახლთა თავკაცებმა თავიანთ უმცროს ძმებთან ერთად იყარეს წილი.

1 ნეშტთა — თავები

  1. 1
  2. 2
  3. 3
  4. 4
  5. 5
  6. 6
  7. 7
  8. 8
  9. 9
  10. 10
  11. 11
  12. 12
  13. 13
  14. 14
  15. 15
  16. 16
  17. 17
  18. 18
  19. 19
  20. 20
  21. 21
  22. 22
  23. 23
  24. 24
  25. 25
  26. 26
  27. 27
  28. 28
  29. 29