ბიბლიის მუხლები თემაზე
ხანგრძლივი ცხოვრება
9 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი
- იობი 29:18
ვფიქრობდი: ჩემს ბუდეში მოვკვდები და ქვიშასავით გამიმრავლდება-მეთქი დღეები.
- ესაია 65:20
აღარ იქნება იქ ჩვილი ან მოხუცი, რომელიც არ გაასრულებს თავის დღეებს, რადგან ასი წლისაც ყმაწვილივით მოკვდება, და ცოდვილი, თუნდაც ასი წლისა, დაიწყევლება.
- ეკლესიასტე 8:12
თუმცა ასჯერ ჩაიდენს ცოდვილი ბოროტებას და მაინც დიდხანს ცოცხლობს, მე კი ვიცი, რომ გაიხარებენ ღვთისმოშიშნი, მის წინაშე რომ დგანან მოწიწებით.
- ეკლესიასტე 6:6
ორჯერ ათასი წელიც რომ იცხოვროს და სიკეთე ვერ ნახოს, რა სარგებელია, განა ყველანი მაინც ერთსა და იმავე ადგილზე არ მიდიან?
- ეკლესიასტე 11:8
მრავალი წელიც რომ ცოცხლობდეს ადამიანი და მუდამ ხარობდეს, დაე ახსოვდეს მას სიბნელის დღენი, რამეთუ მრავალნი იქნებიან. და ყოველივე, რაც მოვა, ამაოება იქნება.
- ეკლესიასტე 6:3
ასი შვილის მამაც რომ გახდეს კაცი და იცოცხლოს მრავალი წელი, რა მრავალიც არ უნდა იყოს ეს, თუ მისი სული სიკეთით არ გამძღარა და საკადრისი დაკრძალვაც არ ჰღირსებია, ვიტყვი: „დედის მუცელს მოწყვეტილი მასზე ბედნიერია!
- ფსალმუნები 60:6
დღეები გაუმრავლე მეფის სიცოცხლეს, წლები მისი იყოს თაობიდან თაობამდე.
- ესაია 53:10
უფალმა ისურვა მისი შემუსვრა, მისი დასნეულება; თუ გაიღებს საკუთარ თავს დანაშაულისთვის, შთამომავლობას იხილავს, გაიხანგრძლივებს დღეებს და უფლის ნება მისი ხელით აღსრულდება.
- იობი 38:21
გეცოდინება ეს, რადგან უკვე დაბადებული იყავი და მრავალია რიცხვი შენი დღეების!