მთავარითემები „წ“წმინდათა მოზიარეობა

წმინდათა მოზიარეობა

7 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. ფსალმუნები 132:1
    აჰა, რა კარგია და რა საამურია, ერთად რომ ცხოვრობენ ძმები!
  2. ლუკას 22:32
    მაგრამ მე ვილოცე შენთვის, რომ არ დაილიოს შენი რწმენა და, როცა კვლავ მოიქცევი, გაამხნევე შენი ძმები.
  3. 1 თესალონიკელთა 5:11
    ამიტომ შეაგონეთ ერთმანეთს და აღაშენეთ ერთმანეთი, როგორც იქცევით კიდეც.
  4. 1 თესალონიკელთა 4:17-18
    მერე კი ჩვენ, ცოცხლად დარჩენილები, მათთან ერთად ვიქნებით ზეატაცებულნი ღრუბლებში, რათა ჰაერში შევეგებოთ უფალს და ამგვარად უფალთან ვიქნებით სამარადისოდ. ამიტომ ანუგეშეთ ერთმანეთი ამ სიტყვებით.
  5. ფსალმუნები 54:13
    მაგრამ შენ შენა ხარ ის, კაცი ჩემი სწორი, ამხანაგი და მეგობარი ჩემი.
  6. იოანეს 17:21
    რათა ყველა ერთი იყოს, როგორც შენ ჩემში, მამაო, და მე შენში, რათა ისინიც ერთიანნი იყვნენ ჩვენში, რათა ირწმუნოს ქვეყნიერებამ, რომ შენ მე მომავლინე.
  7. იაკობის 5:16
    აღიარეთ ცოდვები ერთმანეთის წინაშე და ილოცეთ ერთმანეთისათვის, რათა განიკურნოთ, რადგან დიდი ძალა აქვს მართლის ლოცვას.

← ყველა თემა „წ“-ზე