ბიბლიის მუხლები თემაზე
წარყვნილი მღვდელი
9 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი
- მალაქია 2:1-3
და ახლა, მღვდლებო, თქვენთვის არის ეს მცნება: თუ არ გაიგონებთ მას და გულში არ ჩაიდებთ, რათა პატივი მიაგოთ ჩემს სახელს, – ამბობს ყოვლისშემძლე უფალი, – წყევლას მოვავლენ თქვენზე და დავწყევლი თქვენს კურთხევებს. დავწყევლე კიდეც, რადგან არ ჩაგიდვიათ გულში. აჰა, წაგართმევთ მარჯვენას და სახეში მოგაყრით თქვენი შესაწირავების ნეხვს, სადღესასწაულო მსხვერპლების ნეხვს, და მასთან ერთად გამოგყრიან თქვენ.
- იერემია 5:31
სიცრუეს იუწყებიან წინასწარმეტყველნი, მღვდლები ბატონობენ მათი ხელით, ჩემს ერს კი მოსწონს ეს. მაგრამ რა მოგელით ამის შემდეგ?
- ეზეკიელი 22:26
მისი მღვდლები ჩემს რჯულს აყალბებენ და ჩემს სიწმიდეებს ბღალავენ; წმიდასა და შებღალულს ერთმანეთისაგან ვერ არჩევენ და შებილწულსა და განწმედილს არ აცხადებენ; ჩემს შაბათებს თვალს არიდებენ, და მე შევილახე მათ გარემოში.
- ოსია 5:1
ისმინეთ ეს, მღვდლებო, გაიგონე, ისრაელის სახლო და ყურად-იღე, მეფის სახლო! რამეთუ სამსჯავრო გელით, რადგან მახედ ექეცით მიცფას და მოსროლილ სათხევლად – თაბორს.
- ოსია 6:9
ყაჩაღებივით არიან ჩასაფრებულნი მღვდლები და ხოცავენ შექემის გზაზე; სიბილწეს სჩადიან.
- მიქა 3:11-12
მისი მთავრები ქრთამით სჯიან სამართალს და მისი მღვდლები გასამრჯელოს იღებენ დამოძღვრაში; მისი წინასწარმეტყველნი ვერცხლზე მისნობენ, უფალს კი იშველიებენ და ამბობენ: განა ჩვენს შორის არ არისო უფალი? უბედურება არ გვეწვევაო. ამიტომაც თქვენს გამო საყანესავით გადაიხვნება სიონი და იერუსალიმი ნანგრევთა გორებად იქცევა, ტაძრის მთა კი – ტყიან ბორცვად.
- სოფონია 3:4
მისი წინასწარმეტყველნი მსუბუქი ხალხია, ფიცისგამტეხნი; მისი მღვდლები საწმიდარს ბილწავენ, ფეხქვეშ თელავენ რჯულს.
- მათეს 27:20
ხოლო მღვდელმთავრებმა და უხუცესებმა დაარწმუნეს ხალხი, რომ ბარაბა გამოეთხოვათ, იესო კი დაეღუპათ.
- მათეს 27:41
ასევე მღვდელმთავარნი მწიგნობრებთან და უხუცესებთან ერთად დასცინოდნენ და ამბობდნენ: