მთავარითემები „წ“წარმატების ფორმულა

წარმატების ფორმულა

10 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. იგავნი 16:3
    მიანდე უფალს შენი საქმენი და შენი გეგმები აღსრულდება.
  2. იაკობის 1:5
    თუ რომელიმე თქვენგანს აკლია სიბრძნე, დაე, სთხოვოს ღმერთს, ყველასთვის უხვად და დაუყვედრებლად გამცემს, და მიეცემა
  3. 1 პეტრეს 1:15
    არამედ ისეთი წმიდანი იყავით ყოველ საქციელში, როგორი წმიდაცაა იგი, ვინც თქვენ მოგიწოდათ.
  4. იესო ნავეს ძე 1:8
    და ნუ განშორდება რჯულის ეს წიგნი შენს ბაგეთ - დღე და ღამე მასზე იფიქრე, რომ იფხიზლო ყოველივე მასში ჩაწერილის აღსასრულებლად, რადგან მაშინ მიაღწევ წარმატებას და სიკეთეს შენს გზებზე.
  5. იგავნი 22:29
    გინახავს კაცი, თავისი საქმის ოსტატი? მეფეთა წინაშე წარსდგება იგი, და არა მდაბიოთა წინაშე.
  6. მათეს 6:32-33
    რადგან ყოველივე ამას წარმართნი ეძებენ; ვინაიდან იცის თქვენმა ზეციერმა მამამ, რომ გჭირდებათ ეს ყოველივე. თქვენ კი უწინარეს ყოვლისა ღმერთის სამეფო და მისი სიმართლე ეძიეთ, ხოლო ყოველივე ეს შეგემატებათ.
  7. იგავნი 18:24
    არიან მეგობრები, ერთმანეთს რომ მტრობენ, მაგრამ არის მეგობარი - ძმაზე უფრო ახლობელი.
  8. 2 ნეშტთა 26:5
    ეძიებდა ღმერთს ზაქარიას დღეებში, რომელიც საღვთო ხილვებში იყო განბრძნობილი; ვიდრე უფალს ეძიებდა, ღმერთიც ხელს უმართავდა მას.
  9. ფსალმუნები 36:23-24
    უფლის მიერ წარიმართება კაცის ნაბიჯები და განამტკიცებს მას, ვისი გზებიც მოსწონს. კიდეც რომ წაბორძიკდეს, არ დაეცემა, რადგან უფალს უჭირავს მისი ხელი.
  10. ფსალმუნები 56:2
    უზენაეს ღმერთს მოვუხმობ, ღმერთს, რომელიც თავის ზრახვებს აღასრულებს ჩემზე.

← ყველა თემა „წ“-ზე