მთავარითემები „ვ“ვაშლები

ვაშლები

5 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. იგავნი 25:11
    წესიერად ნათქვამი სიტყვა ვერცხლით მოვარაყებული ოქროს ვაშლებია.
  2. იოველი 1:12
    გადახმა ვაზი და დაჭკნა ლეღვი, გახმა მინდორში ბროწეული, ფინიკი და ვაშლი და მთელი ხეხილი: ამიტომაც გაუშრა სიხარული ადამის ძეს.
  3. ქებათა-ქება სოლომონისა 2:3
    როგორც ხე ვაშლისა ტყიურ ხეთა შორის, ასეა საყვარელი ჩემი ჭაბუკთა შორის! მის ჩრდილში მსურს და ვზივარ კიდეც, ნაყოფი მისი ეტკბო ჩემს სასას.
  4. ქებათა-ქება სოლომონისა 7:9
    ვთქვი: ‘ავალ ფინიკზე და მის რტოებს მოვეჭიდები;’ შენი ძუძუნი იქნებოდნენ ვით ვაზის მტევნები და შენი ნესტოების სურნელი – ვით ვაშლის სურნელი.
  5. ქებათა-ქება სოლომონისა 8:5
    ვინ არის იგი, უდაბნოდან ამომავალი, თავისი საყვარლის მხარს დაყრდნობილი?” „ვაშლის ხის ქვეშ გაგაღვიძე შენ. იქ გშვა დედამ შენმა, იქ გშვა მშობელმა შენმა.

← ყველა თემა „ვ“-ზე