მთავარითემები „უ“უსასყიდლოდ

უსასყიდლოდ

13 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. დაბადება 29:15
    უთხრა ლაბანმა იაკობს: „ნუთუ უფასოდ უნდა მემსახურო იმის გამო, რომ ნათესავი ხარ ჩემი? მითხარი, რა არის შენი საზღაური”.
  2. გამოსვლა 21:2
    თუ ებრაელ ყმას იყიდი, იყოს ექვსი წელი შენი მონა, მეშვიდე წელს კი გათავისუფლდეს უსასყიდლოდ.
  3. ესაია 45:13
    მე დავადგინე ის სიმართლით და ყველა მის გზას მე მოვასწორებ, ის ააშენებს ჩემს ქალაქს და წარგზავნის ჩემს დევნილებს საფასურისა და ძღვენის გარეშე!” - ამბობს ცაბაოთ უფალი.
  4. ფსალმუნები 43:12
    სარგებლის გარეშე გაჰყიდე შენი ერი და არ იდავე მათ ფასზე.
  5. ესაია 51:3
    რადგან უფალი ანუგეშებს სიონს, ანუგეშებს მის ყველა ნანგრევს, ედემად აქცევს მის უდაბნოს და მის გაუკაცრიელებულს - უფლის ბაღად; სიხარული და მხიარულება იქნება მასში, სამადლობელი და სიმღერის ხმა.
  6. იერემია 15:13
    შენს სიმდიდრესა და საუნჯეს, საზღვრებში რომ გაქვს, საძარცვად მივცემ, უსასყიდლოდ, ყველა შენი ცოდვის გამო.
  7. 1 კორინთელთა 9:18
    მაშ, რა არის ჩემი საზღაური? ის, რომ როცა სახარებას ვქადაგებ, უსასყიდლოდ ვახარებ ქრისტეს და არ ვიყენებ ჩემს ძალაუფლებას სახარებაში.
  8. 2 კორინთელთა 11:7
    ანდა, ნუთუ ცოდვა ჩავიდინე, თავი რომ დავიმდაბლე, რათა თქვენ ამაღლებულიყავით, და უსასყიდლოდ გახარებდით ღვთის სახარებას?
  9. მათეს 10:8
    სნეულნი განკურნეთ, მკვდრები აღადგინეთ, კეთროვანნი განწმინდეთ, ეშმაკები განდევნეთ. უსასყიდლოდ მიგიღიათ და უსასყიდლოდვე გაეცით.
  10. გამოცხადება 21:6
    და მითხრა: „აღსრულდა! მე ვარ ანი და ჰაე, დასაწყისი და დასასრული. მე მივცემ მწყურვალს უსასყიდლოდ სიცოცხლის წყლის სათავიდან.
  11. ესაია 55:1
    ჰოი, ყოველნო მწყურვალნო, მოდით წყლებთან; და ფულის უქონელნო, მოდით, იყიდეთ და ჭამეთ; დიახ, მოდით, იყიდეთ ღვინო და რძე უფულოდ და უსასყიდლოდ.
  12. გამოცხადება 22:17
    სული და სასძლო ამბობენ: „მოდი!” გამგონემაც თქვას: „მოდი!” მწყურვალი მოვიდეს და მსურველმა უსასყიდლოდ აიღოს სიცოცხლის წყალი.
  13. 2 მეფეთა 24:24
    უპასუხა მეფემ არავნას: „არა, საფასურით უნდა ვიყიდო შენგან, რადგან მუქთ სრულადდასაწველს ვერ აღვუვლენ უფალს, ჩემს ღმერთს”. ვერცხლის ორმოცდაათ შეკელად იყიდა კალო დავითმა.

← ყველა თემა „უ“-ზე