ბიბლიის მუხლები თემაზე
უმადურობის გამოვლენა
6 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი
- ფსალმუნები 37:20
კეთილის წილ ბოროტის გადამხდელნი, იმისთვის მემტერებიან, სიკეთეს რომ მივყვები.
- 2 ტიმოთეს 3:2
ვინაიდან ადამიანები იქნებიან საკუთარ თავზე შეყვარებულნი, ვერცხლის მოყვარენი, მკვეხარანი, ამპარტავანნი, მგმობელნი, მშობლების ურჩნი, უმადურნი, უწმიდურნი,
- იობი 19:14
უგულებელმყვეს ჩემმა ნათესავებმა და დამივიწყეს შინაურებმა;
- იობი 19:15-16
უცხოდ შემრაცხეს ჩემს სახლში შემოკედლებულებმა და მხევლებმა, უცხოტომელივით ვარ მათ თვალში. მსახურს ვუხმობ და არ მპასუხობს, ვევედრები მას ჩემი პირით.
- ფსალმუნები 108:5
კეთილის წილ ბოროტი მომაგეს და ჩემი სიყვარულის წილ - სიძულვილი.
- ფსალმუნები 37:11
ჩემი მოყვარულნი და მეგობარნი განერიდნენ ჩემს წყლულებს და ჩემი ახლობლები შორს განმიდგნენ.
მსგავსი თემები: