ბიბლიის მუხლები თემაზე
უიმედობა
8 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი
- იობი 11:20
ურჯულოთა თვალისჩინი ჩაქრება, თავშესაფარს ვერ ჰპოვებენ და მათი სასოება სულის განტევებაში იქნება.
- 1 თესალონიკელთა 4:13
არ გვსურს, ძმებო, უცოდინარნი იყოთ განსვენებულთა შესახებ, რათა არ ინაღვლოთ სხვებივით, იმედი რომ არ გააჩნიათ.
- ეფესელთა 2:12
იმ დროს ქრისტეს გარეშე იყავით, ისრაელის კრებულისგან გაუცხოებულნი, აღთქმის მცნებათათვის უცხონი, იმედი არ გაგაჩნდათ და უღმერთონი იყავით წუთისოფელში.
- ესაია 49:14
ამბობდა სიონი: მიმატოვაო უფალმა, დამივიწყაო უფალმა!
- იერემია 2:25
ფეხები ფეხშიშველობისგან დაიცავი და ყელი წყურვილისგან; მაგრამ შენ თქვი: არ არის იმედი! არა და არა! რადგან უცხონი შევიყვარე და მათ კვალზე ვივლიო.
- იოანა 4:8
მზე რომ ამოვიდა, მოუხმო ღმერთმა აღმოსავლეთის ცხელ ქარს და დასიცხა მზემ იონა, ისე დასუსტდა, რომ სიკვდილს ნატრობდა; ამბობდა: სიკვდილი მიჯობს ასეთ სიცოცხლესო!
- იუდა 1:13
ზღვის მძვინვარე ტალღები, თავიანთი სირცხვილით აქაფებულნი, ცთომილი ვარსკვლავები, რომლებისთვისაც სიბნელის წყვდიადია შენახული საუკუნოდ.
- ფსალმუნები 10:3
თუ საძირკველი დანგრეულია, მართალმა რა ჰქნას?