მთავარითემები „უ“უღმერთოს ხვედრი

უღმერთოს ხვედრი

6 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. ესია 62:11-12
    თქვენ კი, უფლის დამტოვებელნო, დამვიწყებელნო ჩემი წმიდა მთისა, იღბლის ღმერთს რომ უმზადებთ სუფრას და ბედისწერის ღვთაებას – შეზავებული ღვინის სავსე თასს. მე გადაგცემთ მახვილს და ყველანი დასაკლავად იქნებით მოდრეკილნი, რადგან გიხმობდით და არ გამომეხმაურეთ, ვლაპარაკობდი და არ ისმინეთ, ბოროტს ჩადიოდით ჩემს თვალში და, რაც არ მახარებდა, იმას ირჩევდით!
  2. იობი 8:11-19
    თუ იზრდება ჭილი უჭაობოდ? ან ლერწამი - უწყლოდ? ჯერ კიდევ მწვანეა იგი და მოუჭრელი, და ყველა ბალახზე ადრე ჭკნება. ასევეა ყველას ბილიკი, ვინც ივიწყებს ღმერთს და გაქრება უღვთოთა იმედი, რადგან წარიკვეთება მისი გაბედულება, მისი იმედი ობობას ქსელივითაა. თავის სახლზეა დანდობილი და ვერ უძლებს, ეჭიდება და ვერ იჭერს. მზის გულზე ყვავის იგი და ყლორტები ბაღნარზე აქვს გადმოშლილი. ქვების გროვაში ჩახლართულა მისი ფესვები, ქვის ლოდებში დაუდევს ბინა. თუ აღმოფხვრიან თავისი ადგილიდან, უარყოფს მას: არასოდეს მინახიხარო! აჰა, ეს არის მისი გზის სიხარული! მიწიდან კი სხვა აღმოცენდება.
  3. ფსალმუნები 48:13-20
    ასეთია უგუნურთა გზა, თუმცა შემდგომნი მათი იწონებენ მას. ცხვრებივით ჩაყრიან შავეთში; სიკვდილი დამწყემსავს მათ, დილით კი მართალნი გაბატონდებიან მათზე; მათი კვალიც კი აღარ დარჩება, შავეთია მათი სადგომი; მე კი, ღმერთი გამომისყიდის საფლავის ხელიდან, რადგან მიმიღებს მე. ნუ შეშინდები თუ გამდიდრდეს კაცი, თუ გამრავლდეს მისი სახლის დიდება. რადგან, როცა მოკვდება, ვერაფერს წაიღებს, თან არ გაჰყვება დიდება. თუმცა სიცოცხლეში თავს ბედნიერად თვლის: ‘რადგან წარმატებულს ყოველთვის აქებენ ადამიანები.’ თავისი მამების თაობასთან მივა - ვერასოდეს იხილავს სინათლეს. ადამიანი, თუნდაც პატივდებული, რომელსაც გაგების უნარი არა აქვს, პირუტყვივით იღუპება.
  4. ფსალმუნები 72:17
    ვიდრე ღვთის საწმიდარში მოვიდოდი და მათ ბოლოს მივხვდებოდი.
  5. ეფესელთა 5:5-6
    რადგან იცოდეთ, რომ არც ერთ მეძავს, ან უწმიდურს, ან ანგარს, რომელიც კერპთმსახურია, არა აქვს მემკვიდრეობა ქრისტესა და ღვთის სამეფოში. არავინ გაცდუნოთ ცარიელი სიტყვებით, ვინაიდან ამისთვის ღვთის რისხვა ეწევა ურჩ შვილებს.
  6. 2 პეტრეს 2:4-9
    რადგან ღმერთმა ის ანგელოზებიც არ დაინდო, რომელთაც შესცოდეს, არამედ წყვდიადის ბორკილებს გადასცა და ტარტაროზში ჩაყარა სამსჯავროსთვის შესანახად, არც პირველი წუთისოფელი დაინდო, რვა სულის გარდა, შეინახა ნოე - სიმართლის მქადაგებელი, როცა წარღვნა მოუვლინა უღვთოთა ქვეყანას; მსჯავრი დასდო სოდომისა და გომორას ქალაქებს, ფერფლად აქცია და ამით მაგალითი დაუდო მომავალ უღმერთოებს; ხოლო მართალი ლოტი, ურჯულოთა ლაგამახსნილი ქცევით დაჩაგრული, იხსნა, რადგან ეს მართალი კაცი, რაკი მათ შორის ცხოვრობდა, დღითი-დღე იტანჯებოდა თავისი მართალი სულით, რაკი ხედავდა და ისმენდა მათ უკანონო საქმეებს. ვინაიდან იცის ღმერთმა, როგორ იხსნას განსაცდელისგან ღვ­თისმოსავნი, ხოლო განკითხვის დღისთვის დასასჯელად შემოინახოს უკეთურნი;

← ყველა თემა „უ“-ზე