მთავარითემები „ს“სურნელება

სურნელება

17 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. 2 კორინთელთა 2:15-16
    ვინაიდან ქრისტეს კეთილსურნელება ვართ ღვთისათვის დახსნილთა შორისაც და დაღუპულთა შორისაც. ზოგისთვის სიკვდილის სურნელია სასიკვდილოდ და ზოგისთვის სიცოცხლის სურნელია სასიცოცხლოდ. ვინაა ღირსი ამისათვის?
  2. ფილიპელთა 4:18
    მივიღე ყოველივე და უხვად მაქვს. კმაყოფილი ვარ, რომ მივიღე ეპაფროდიტოსისგან თქვენს მიერ გამოგზავნილი კეთილსურნელება, საამებელი მსხვერპლი, ღვთისთვის მოსაწონი.
  3. ეფესელთა 5:2
    იარეთ სიყვარულში, ისევე, როგორც ქრისტემ შეგვიყვარა ჩვენ და თავისი თავი მისცა ჩვენთვის ღმერთს შესაწირავად და მსხვერპლად, საამო კეთილსურნელებად.
  4. ლევიანნი 26:31
    და გარდავაქცევ თქვენს ქალაქებს უდაბნოებად, და ავაოხრებ თქვენს სამსხვერპლოებს, და აღარ ვიყნოსავ თქვენს მსხვერპლთა კეთილსურნელებას.
  5. რომაელთა 12:1
    ამრიგად, შეგაგონებთ, ძმებო, ღვთის წყალობებით, რომ შესწიროთ თქვენი სხეული ცოცხალ, წმიდა, ღვთის სასურველ მსხვერპლად, რაც თქვენი სულიერი მსახურება იქნება.
  6. გამოცხადება 21:8
    ხოლო მხდალთა და ურწმუნოთა, შებილწულთა და მკვლელთა, მეძავთა და გრძნეულთა, კერპთაყვანისმცემელთა და ყველა ცრუთა ხვედრი ტბაშია, რომელიც იწვის ცეცხლითა და გოგირდით, რომელიც მეორე სიკვდილია”.
  7. დაბადება 8:21
    და იყნოსა უფალმა კეთილსურნელება, და თქვა უფალმა თავის გულში: „აღარ დავწყევლი კვლავ მიწას ადამიანის გამო, თუმცა სიყრმიდანვეა მისი გულისწადილი მიდრეკილი ბოროტებისაკენ. და მეტად აღარ გავანადგურებ ყოველ ცოცხალ არსებას ისე, როგორც გავაკეთე.
  8. ლევიანნი 1:9
    და შიგნეული და კანჭები მისი წყლით გამორეცხოს; და დააკმიოს მღვდელმა ყოველივე სამსხვერპლოზე: ეს სრულადდასაწველია, საცეცხლოა, კეთილსურნელებაა უფლისათვის.
  9. ლევიანნი 2:2
    და მიუტანოს იგი აარონის ძეთ – მღვდლებს, და აიღოს იქიდან სავსე პეშვი წმინდა ფქვილისგან ზეთითურთ მთელი მისი გუნდრუკით, და დააკმიოს მღვდელმა მისი მოსაგონარი სამსხვერპლოზე საცეცხლოდ, კეთილსურნელებად უფლისათვის.
  10. ლევიანნი 3:5
    აარონის ძეთ დააკმიონ იგი სამსხვერპლოზე სრულადდასაწველთან ერთად, რომელიც შეშებზეა, ცეცხლზე, საცეცხლო შესაწირავად, კეთილსურნელებად უფლისათვის.
  11. ლევიანნი 4:31
    და მთელი მისი ქონი მოჰკვეთოს, როგორც მოიკვეთა ქონი სამშვიდობო მსხვერპლიდან, და დააკმიოს მღვდელმა სამსხვერპლოზე კეთილსურნელებად უფლისათვის, და შეუნდობს მას მღვდელი, და მიეტევება მას.
  12. ლევიანნი 6:15
    და აიღოს მისგან პეშვით წმიდა პურის ფქვილის ძღვენისგან და მისი ზეთისგან, და მთელი გუნდრუკი, რომელიც პურეულის ძღვენზეა, და დააკმიოს სამსხვერპლოზე კეთილსურნელებად მის მოსაგონრად უფლის წინაშე.
  13. ლევიანნი 23:13
    და მასთან ძღვენი პურეულისა: ეფის ორი მეათედი ნაწილი წმიდა პურის ფქვილიდან, ზეთში შერეული, საცეცხლო შესაწირავად უფლისათვის, კეთილსურნელებად, და მისი საღვრელი ჰინის მეოთხედი ღვინო.
  14. რიცხვნი 18:17
    მაგრამ პირველმოგებული ძროხისა, ან პირველმოგებული ცხვრისა, ან პირველმოგებული თხისა არ გამოისყიდო: ისინი წმიდები არიან. მათი სისხლი მოაპკურე სამსხვერპლოზე და მათი ქონი აკმიე სრულადდასაწველ კეთილსურნელებად უფლისათვის.
  15. რიცხვნი 28:2
    უბრძანე ისრაელის ძეთ და უთხარი მათ: ‘ჩემი შესაწირავი, ჩემი პური საცეცხლო მსხვერპლისთვის, ჩემი კეთილსურნელება დაიცავით, რათა შემომწიროთ თავის დროზე’.
  16. რიცხვნი 29:2
    და შესწირეთ სრულადდასაწველი კეთილსურნელებად უფლისათვის, ერთი ნორჩი მოზვერი, ერთი ვერძი, შვიდი ერთწლიანი კრავი, საღი.
  17. ეზეკიელი 20:41
    საყნოსავ კეთილსურნელებად შეგიწყნარებთ თქვენ, როდესაც გამოგიყვანთ ხალხებიდან და შეგკრებთ ქვეყნებიდან, რომლებშიც გაიფანტეთ, და წმიდად გამოვცხადდები თქვენში ხალხების თვალწინ.

← ყველა თემა „ს“-ზე